close
საქართველო

„ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ პროგნოზირებულ გამომუშავებას გადააჭარბა

„ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ (QWF) მიერ, 2018 წელს წარმოებულმა და ქსელისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 84 202 860 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 102 860 კილოვატ საათით აღემატება 2018 წლის საპროგნოზო გამომუშავებას. ამ ინფორმაციას „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ QWF საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი მასშტაბური პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0