close
ბიზნესი

პროფესია, რომლის ანაზღაურება 102 000 დოლარია

მობილური მოწყობილობების ბაზარი აქტიურად იზრდება, ვითარდება მობილური აპლიკაციები. ექსპერტთა შეფასებით, უახლოეს წლებში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მომგებიანი გახდება ეს სფერო ინვესტორებისთვის. აპლიკაციების სექტორი გასცდა ვიწრო ინდუსტრიას და აქტიურია არა მხოლოდ თამაშების და გართობის, არამედ საბანკო, ავიაკომპანიების,  მომსახურების სფეროში.

„AppAnnie-ს” მონაცემებით, მიმდინარე წელს აპლიკაციების მსოფლიო ბაზარი 24%-ით გაიზრდება და წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 51 მილიარდ დოლარს მიაღწევს. აპლიკაციების ბაზარზე მოთხოვნა მოიმატებს  არა მხოლოდ მსხვილ ქვეყნებში, არამედ განვითარებად ბაზრებზეც.

მობილური აპლიკაციები მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდა მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობისთვის. ბოლო პერიოდში მომხმარებლები აპლიკაციების მეშვეობით უფრო მეტ შენაძენს აკეთებენ, ვიდრე ვებბრაუზერით.

აპლიკაციების მზარდი ბაზრიდან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნა ანდროიდაპლიკაციების დეველოპერებზე. ITინდუსტრიაში ეს პროფესია, როგორც ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ცხადია, ანაზღაურება დეველოპერის კვალიფიკაციისა და გამოცდილებისგან გამომდინარეობს, თუმცა დამწყები ანდროიდ დეველოპერსაც კი პრაქტიკულად დასაქმებისა და მაღალი ანაზღაურების 100%-იანი გარანტია აქვს ბაზარზე. გამოცემა ,,Indeed-ი” ანდროიდდეველოპერების საშუალო ხელფასად 102,000 $-ს ასახელებს.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response