close
კვლევებიმედიცინა

პოპულარული კოსმეტიკურ ბრენდების ჰიგიენურ ტუჩსაცხში კანცეროგენები აღმოაჩინეს

ფრანგი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზოგიერთი ჰიგიენური ტუჩსაცხი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამ მოსაზრების გასამყარებლად, მეცნიერები ამბობენ, რომ რამდენიმე ბრენდის ჰიგიენური ტუჩსაცხი კანცეროგენებს შეიცავს. ინფორმაციას ,,The Independent-ი“ ავრცელებს.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ჯგუფ ,,Que Choisir-ის“ დაკვეთით, სპეციალისტებმა 10 სხვადასხვა ბრენდის ჰიგიენური ტუჩსაცხიდან 21 ნიმუში აიღეს და მათი შემადგენლობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ნიმუში ნახშირწალბადით გაჯერებულ მინერალურ ზეთებს შეიცავს, რომელთა ორგანიზმში მოხვედრასაც ლიმფური კვანძების ანთება და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

კერძოდ, ჯანმრთელობისთვის საშიშ ჰიგიენურ ტუჩსაცხებს აწარმოებენ: Carmex-ი, Garnier-ი და La Roche Posay-ი.

ამ თემის ირგვლივ სკანდალი 2016 წელსაც აგორდა. მაშინ კომპანია ,,Eos-ს“ მომხმარებლმა სასამართლოში უჩივლეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ბრენდის ტუჩსაცხის გამოყენებამ გამონაყარი, წყლულები, სისხლდენა და პიგმენტების შემცირება გამოიწვია.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid