close
აქართველო

პირებს, რომლებსაც ჯარი არ გაუვლიათ, საჯარო სამსახურში დასაქმება შეეზღუდებათ

922E3B2F-A0D8-422E-AEF8-5636FE8B8230

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, იმ პირებისთვის, რომელთაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, საჯარო სამსახურში დასაქმებაზე შეზღუდვები დაწესდება.

„კანონპროექტი ითვალისწინებს სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური.

ასევე, კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია.

პრობლემურია ასევე სამხედრო სამსახურის მოხდის წესი იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად ან სამუშაოდ. ასევე, საჭიროა დაზუსტდეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლებით უკანონო და უსარგებლო ფაქტები.

ამასთან, დასაზუსტებელია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამვლელთათვის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის ვადები როტაციის თვალსაზრისით და ვადამდე დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში ჩარიცხვის წინაპირობა,“-აღნიშნულია პროექტში.

პარლამენტში კანონპროექტის წარდგენა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2