close
კვლევები

Pfizer-მა და BioNTech-მა თავიანთი ვაქცინის 4 000-მდე ორსულზე დატესტვა დაიწყეს

Pfizer-მა და BioNTech-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფეხმძიმეებზე გამოცდა დაიწყეს.

კვლევის ფარგლებში 18 წლის ან უფროსი ასაკის დაახლოებით 4 000 ჯანმრთელ ორსულ ქალს ორსულობის 24-34 კვირის ვადაზე აცრიან. კვლევა BNT162b2-ის ან პლაცებოს ორი დოზის უსაფრთხოებას, ამტანობას და იმუნოგენურობას შეაფასებს.

მეცნიერები ასევე შეაფასებენ ვაქცინის უსაფრთხოებას ვაქცინირებული ორსული ქალების ახალშობილებში და დამცავი ანტისხეულების ახალშობილებზე გადაცემას.

ახალშობილებზე დაკვირვება დაახლოებით ექვსი თვის ასაკამდე მოხდება.

Pfizer-ი და BioNTech-ი, 5 – დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში დამატებით კვლევებს, სავარაუდოდ, 2 თვეში დაიწყებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კი 2021 წლის ბოლოს. 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება ახლა მიმდინარეობს და შესაბამისი მონაცემების  მარეგულირებელ ორგანოებს 2021 წლის მეორე კვარტალში წარედგინება.

კომპანიების, Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა BNT162b2 დამტკიცებულია აშშ-ში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

წყარო : pfizer.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0