close
ულტურააქართველო

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე და პერფორმანსი „47=46“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში

აფიშა

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ორგანიზებით, ეს დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.

19 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში (ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. N99) პერფორმანსი „47=46“  მოეწყობა, რომელშიც თეატრის მსახიობებთან ერთად მონაწილეობენ ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღის“ მსახიობები. წარმოდგენის შინაარსი, მთლიანად, თანასწორობის იდეაზეა აგებული.

პერფორმანსს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

21 მარტს, სასტუმრო „რუმსში”  (ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას 14), 11:00 საათიდან 14:00 სათამდე კონფერენციარას ვმატებ ჩემს სამსახურს(What I bring to the worckplace) ჩატარდება, რომელიც ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებაში არსებულ გამოწვევებს საქართველოში.

კონფერენცია იმართება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მხარდაჭერის მიზნით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid