close
ატეგორიის გარეშე

პატარა ბიჭის ემოციური ფოტო, რომელმაც ერთ დღეში 43 ათასი აშშ დოლარი დააგროვა

sff

პატარა ინდოელი ბიჭის ფოტომ, რომელიც გარდაცვლილ მამას დასტირის, შეძრა სოციალური ქსელის მომხმარებელი. ფოტო “ტვიტერზე” დაახლოებით 7 000-ჯერ გაიზიარეს და 11 წლის ბიჭის ოჯახს ერთ დღეში სამ მილიონ რუპიეზე მეტი ( 43,829 აშშ დოლარი) დაუგროვდა.

ბიჭის მამა, 27 წლის ანილი, დედაქალაქ დელიში  საკანალიზაციო სისტემის მუშა იყო. სისტემაში ჩასვლისას, მისი დამჭერი თოკი გაწყდა და ის საკანალიზაციო სისტემაში დაიხრჩო. მისი დაღუპვის შემდეგ ოჯახს მისი კრემაციის ფულიც არ ჰქონდა.

ბიჭი კრემატორიუმში მამის ცხედრის სანახავად მივიდა, სახიდან ზეწარი გადახადა, ორივე ხელი ლოყებზე მოჰკიდა, თქვა „მამა“ და ქვითინი დაიწყო.

ფოტო სოციალურ ქსელში Hindustan Times-ის რეპორტიორმა შივ სანიმ გაავრცელა.

სტატისტიკის თანახმად, ინდოეთში ყოველწლიურად საკანალიზაციო სისტემის 100 მუშა იღუპება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების არასათანადო დაცვაა.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი