close
საქართველო

”ორსულ ქალებს ბავშვის სქესის წინასწარ გაგების საშუალება აღარ ექნებათ” – დავით სერგენკო

“აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული და ეს ძალიან კარგია”, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

დავით სერგეენკო სელექციური აბორტების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეკომენდებულია სქესის არგამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე.

„მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით,
ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება:
fb-share-icon0