close
ასტრონომია - კოსმოსი

„ნასას“კოსმოსური ზონდი ასტეროიდს დაეჯახება და ტრაექტორიას შეუცვლის

“ნასამ“ ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად Double Asteroid Redirect Test-ის პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანია სპეციალური, წუთში 4 მილი სიჩქარით მოძრავი ზონდის საშუალებით ტრაექტორია შეუცვალოს ასტეროიდებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი დედამიწას მოუახლოვდება და პლანეტას საფრთხეს შეუქმნის.

პლანეტის დაცვის პირველ ტესტს ამერიკის კოსმოსური სააგენტო Didymos-ზე ჩაატარებს, რომლის ორბიტაზე ე.წ. Didymoon-ი მოძრაობს. დედამიწას საფრთხეს არცერთი მათგანი უქმნის, ვინაიდან ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 7 მილიონი მილის დაშორებით მდებარეობენ. სწორედ ამის გამო შეირჩნენ ისინი სატესტო ობიექტებად. რაც შეეხება ზომას, Didymoon-ი დაახლოებით გიზას დიდი პირამიდის ზომისაა.

„ნასა“ ზონდის – Double Asteroid Redirect Test-ისშექმნას 2020-2021 წლებში გეგმავს, ხოლო Didymoon-ზე დარტყმის განხორციელებას 2022 წლის ოქტომბერში. ასტეროიდების ამ სისტემას DART-ის შემდეგ ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხომალდი HERA ეწვევა, რომელიც შეჯახების შედეგად ასტეროიდზე გაჩენილ კრატერს და სისტემის სხვა მახასიათებლებს შეისწავლის.

“უკეთესადგავიგებთ შესაძლებელია თუ არა ამ ტექნიკის გამოყენება უფრო დიდი ზომის ასტეროიდებზე, რაც საშუალებას მოგვცემს, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი პლანეტა დავიცვათ,“ განმარტა ევროპის კოსმოსური სააგენტოს HERA-ს პროექტის მენეჯერმა მაიკლკუპერსმა.

გაზიარება:
fb-share-icon0