close
სტრონომია - კოსმოსი

„ნასა“ მთვარის ზედაპირზე წყლის საბადოების აღმოსაჩენად რობოტს გააგზავნის

sfcafa

კოსმოსური სააგენტო „ნასა“ მთვარის ზედაპირზე წყლის საბადოების აღმოსაჩენად 2022 წელს რობოტს გააგზავნის.

მისიის მიზანი 2024 წელს ადამიანის მთვარეზე დაბრუნებისთვის მომზადება და იმ რესურსების მოძიებაა, რის გამოყენებსასაც იმ დროისთვის ასტრონავტები შეძლებენ.

რობოტი VIPER-ი მთვარის ზედაპირზე „ასობით მილიონ ტონა წყლის ყინულის ჯიბეს აღმოაჩენს“, რომლის არსებობასაც „ნასას“ ასტრონავტი ჯიმ ბრაიდენშტაინი რამდენიმე თვეა დაჟინებით იწმუნება.

VIPER-ი მთვარის სამხრეთ პოლუსს, სავარაუდოდ, 2022 წლის დეკემბერში მიაღწევს. ის ოთხი ხელსაწყოს საშუალებით მთვარის ნიადაგის ნიმუშს აიღებს, რათა მეცნიერებმა ნიადაგში არსებული წყალბადისა და ჟანგბადის კვალი გამოიკვლიონ, რომლებიც წყლის მთავარი კომპონენტები არიან და მთვარეზე გასამგზავრებელი კომერციული ხომალდების საწვავით უზრუნველყოფის მიზნით ამ კომპონენტების დაყოფა და საწვავში სინთენზირებაა შესაძლებელი.

VIPER-ი დაახლოებით 100 დღის მონაცემებს შეაგროვებს, რაც „ნასას“ მთვარის პირველი წყლის რესურსების რუკის შედგენაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ „ნასა“ ე.წ. „არტემიდეს“ პროგამის დასაწყებად ემზადება, რომლის მიზანი ადამიანის მთვარეზე დაბრუნებაა. მოგვიანებით კი სააგენტო ადამიანების გაგზავნას პლანეტა მარსზეც გეგმავს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მთვარეზე არსებულ წყლის რესურსს ორივე მისიის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი აქვს, თუმცა ის, თუ რა რაოდენობიტა და ფორმით არსებობს წყალი მთვარეზე, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი მთვარის ზედაპირზე წყლის აღმომჩენი რობოტის გაგზავნას დიდი მნიშვნელობა აქვს.

წყარო : www.reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2