close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმა გადაიღო

NASA-მ შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი გადაიღო. აღნიშნული გალაქტიკა (2MASX J07001137-6602251) და შესაბამისად, შავი ხვრელი დედამიწიდან 375 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. euronews-ის თქმით, მოვლენა კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრმა – TESS, 2019 წლის 21 იანვარს გადაიღო. კადრებში ასახულია მზის მსგავს ვარსკვლავზე შავი ხვრელის გრავიტაციული ველის გავლენა, საბოლოოდ კი, ვარსკვლავის შთანთქმა. მოვლენა, რომლის ასახვა და დაკვირვებაც მეცნიერებმა შეძლეს ძალიან იშვიათია 100 000 წელში ერთხელ ხდება. შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქვის მოვლენას ASASSN-19bt უწოდეს. მას TESS თავიდან ბოლომდე აკვირდებოდა, მოვლენისკენ იყო მიმართული თანამგზავრის ოთხივე კამერა.

აღსანიშნავია, რომ მოვლენის მიმდინარეობისას, გალაქტიკაში ტემპერატურა 50%-ით დაეცა (დაახლოებით, 40 000-დან 20 000 ცელსიუსი გახდა). ჩვეულებრივ, შავი ხვრელები ყველაზე დიდი გალაქტიკების ცენტრებშია. მსგავს მოვლენაზე დაკვირვების შედეგად, მეცნიერები უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ იმის შესახებ, თუ როგორ „მოქმედებს“ შავი ხვრელი. მოვლენის გადაღების პროცესის შესახებ, დეტალურად, NASA-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან შეგიძლიათ გაიგოთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0