close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA – კოსმოსური ხომალდის უსაწვავო ძრავი უკვე რეალობაა

ნასადან გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლება ითქვას, რომ  უსაწვავო ძრავი, რომლის შესახებაც ამბობდნენ,  რომ მისი შექმნა „შეუძლებელია“, რეალობაა.

EM Drive ძრავას ერთ დღეს ექნება იმის პოტენციალი, რომ ჩვეულებრივი საწვავიანი რაკეტისა და ბირთვული რეაქტორის გარეშე ადამიანთა ეკიპაჟი დედამიწიდან მარსზე 10 კვირაში გადაიყვანოს.

გავრცელებული დოკუმენტაცია ნასას მიერ ჩატარებულ ტესტების სერიას აღწერს.

ტრადიციული სარაკეტო ძრავები, როგორც ცნობილია, ქიმიურ საწვავს იყენებენ. კოსმოსის უჰაერო ვაკუუმში. აქ ნიუტონის მოძრაობის მესამე კანონი მუშაობს : მასის კოსმოსის ვაკუუმში შეჭრა  გაწევის ძალას წარმოშობს.

EM Drive ძრავა არის ერთგვარი რადიო სიხშირის რეზონანსული ღრუს ძრავა და არის ამ მოდელის ჰიპოთეტურ ძრავებს შორის ერთ-ერთი. ეს მოდელები მოქმედებენ მაგნეტრონზე დაყრდნობით, რომელიც უშვებს მიკროტალღებს დახურულ წაკვეთილ კონუსში და შემდეგ უბიძგებს კონუსის ვიწრო ნაწილს, რაც მას წინ გადაადგილებს. მაგნეტრონი არის ელექტრონების მილი, რომელიც აძლიერებს ან წარმოქმნის მიკროტალღებს და მაგნიტური ველის საშუალებით აკონტროლებს ელექტრონების დინებას.

ნასას დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ძრავები 40, 60 და 80-ვატიან კონტროლირებად ბიძგებს ახორციელებენ და ვაკუუმში მიღწეული ბიძგები ჰაერში მიღწეულის მსგავია. განხორციელებული ექსპერიმენტების შედეგი კი იყო გამომუშავებული 1.2 მილინიუტონის გაწევა ერთი ვატი ძალის გამოყენებით. საჭირო არ იქნება რამდენიმე ტონა საწვავის წაღება, კოსმოსური მოგზაურობა გახდება ბევრად უფრო იაფი და მსუბუქი. მეცნიერები აცხადებნენ, რომ კოსმოსურ ხომალდს, რომელიც უსაწვავო ძრავითაა აღჭურვილი, შეუძლია მარსამდე მანძილი 10 კვირაში დაფაროს.

როგორც ცნობილია, ნასა ძრავას დატესტვას მარსის მისიებისთვის ახორციელებს.

.

წყარო : Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response