close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს კოსმოსური ხომალდი მიმართულების შეცვლის მიზნით ასტეროიდს წარმატებით შეეჯახა – ტესტის მიზანი დედამიწის „განკითხვის დღის მეტეორიტისგან“ დაცვაა

NASA-ს კოსმოსური ხომალდი DART-ი ჰიპერბგერითი სიჩქარით წარმატებით, მიზანმიმართულად დაეჯახა შორეულ ასტეროიდს პლანეტარული თავდაცვის სისტემის მსოფლიოში პირველი ტესტის დროს, რომლის მიზანი დედამიწასთან პოტენციური „განკითხვის დღის მეტეორიტის“ შეჯახების თავიდან აცილებაა.
კაცობრიობის პირველი მცდელობა შეცვალოს ასტეროიდის ან ნებისმიერი ციური სხეულის მოძრაობა, NASA-ს ვებკასტშია  ნაჩვენები და ის DART-ის გაშვებიდან 10 თვის შემდეგ განხორციელდა.
პირდაპირ ეთერში აჩვენეს DART-ის კამერით გადაღებული ფოტოები, როგორ უახლოვდებოდა „დამრტყმელი“ მანქანა დაახლოებით ფეხბურთის სტადიონის ზომის ასტეროიდს, დედამიწიდან დაახლოებით 6,8 მილიონი მილის მანძილზე.
330 მილიონი დოლარის ღირებულების მისიის გეგმას, რომელიც დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში მუშავდებოდა, იმის დადგენა წარმოადგენდა, შეუძლია თუ არა კოსმოსურ ხომალდს შეცვალოს ასტეროიდის ტრაექტორია კინეტიკური ძალის მეშვეობით, რაც მას მხოლოდ იმ დონეზე უბიძგებს, რაც დედამიწისთვის უსაფრთხო იყოს.
მიაღწია თუ არა წარმატებას ექსპერიმენტმა, ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც ასტეროიდზე სახმელეთო ტელესკოპის საშუალებით მომავალ თვეში დააკვირდებიან, თუმცა NASA-ს ოფიციალური პირები ტესტის მყისიერ შედეგს და განაცხადეს, რომ კოსმოსურმა ხომალდმა მიზანს მიაღწია.
„NASA მუშაობს კაცობრიობის საკეთილდღეოდ, ასე რომ, ჩვენთვის ეს არის ჩვენი მისიის საბოლოო შესრულება – ტექნოლოგიური დემონსტრირება, რომელიც, ვინ იცის, ოდესმე ჩვენი სახლის გადარჩენას შეძლებს“, – განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორის მოადგილე პემ მელროიმ.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response