ასტრონომები განაგრძობენ მარსის შესწავლას და მასზე სიცოცხლის ნიშნების ძიებას. ცოტა ხნის წინ, NASA-ს ზონდმა მარსზე გადაღებული ახალი ფოტოები გამოაგზავნა. მან წითელი პლანეტის ზედაპირზე ტალღისებრი ორნამენტები დააფიქსირა. მსგავსი ორნამენტები დედამიწის ცივ, მთიან რეგიონებში შეიმჩნევა. ეს კი მეცნიერებს მარსის კლიმატის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.
მეცნიერების თქმით, მიღებული ფოტოები იმაზე მიუთითებენ, რომ დიდი ალბათობით, მარსი და დედამიწა მსგავსი პროცესებით იყო ფორმირებული. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს აღმოჩენა მარსის კლიმატის ისტორიის შესწავლაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ახლა მეცნიერები აპირებენ დაადგინონ, როდის გაჩნდა ეს ორნამენტები მარსზე. მათ სურთ გაიგონ როგორი პირობები იყო ან არის წითელ პლანეტაზე.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მარსის რელიეფის ტალღისებური ფორმები ისეთივე გეომეტრიული სქემისაა, როგორიც დედამიწის მთიან რეგიონებში, არქტიკაში და ჩვენი პლანეტის სხვა ცივ რეგიონებში. მეტი ინფორმაციის მოსაგროვებლად კვლევები გაგრძელდება. მიღებული შედეგები კი დედამიწის არსებულ შედეგებთან იქნება შედარებული.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”