close
კატეგორიის გარეშე

მფლობელები, რომლებიც ძაღლებს დღეში ერთხელ მაინც არ გაასეირნებენ, 2,700 აშშ დოლარამდე თანხით დაჯარიმდებიან

ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც, ძაღლების ის მფლობელები, რომლებიც თავიანთ ორფეხა მეგობრებს დღეში ერთხელ მაინც არ გაასეირნებენ, 2,700 აშშ დოლარამდე თანხით დაჯარიმდებიან.

ცხოველთა კეთილდღეობის ცვლილებათ კანონპროექტში, რომელიც ხუთშაბათს კანონად იქცა, ნათქვამია, რომ ძაღლები გონიერი და მგრძნობიარე არსებები არიან და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით ის კანონდამრღვევი ცხოველების მეპატრონეებისთვის მკაცრი ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.

„თანამედროვე ცხოველის კეთილდღეობა ითვალისწინებს იმის შეფასებას, როგორ ეგუება ის მენტალურად და ფიზიკურად იმ პირობებს, რომელში ცხოვრებაც უწევს,“ – ნათქვამია ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიის ქალაქის მომსახურების მინისტრის, ქრის სთილის, განცხადებაში.

წყარო : CNN

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0