close
ატეგორიის გარეშე

მომხმარებლებს Facebook-ის გიგანტური სტატუსები არ მოწონთ

facc

როგორ დავაღწიოთ Facebook- ის არაპოპულარული ახალი გიგანტური სტატუსის განახლებას?

Facebook-მა  მშვიდად წარმოადგინა ახალი ფუნქცია, რომელმაც მომხმარებელთა ნაწილი ცოტა არ იყოს დააბნია და გაანაწყენა კიდეც.

თუ სტატუსი 35 სიმბოლოზე ნაკლებს შეიცავს, მისი ფონტი გაცილებით დიდია.

Facebook-ანგარიშის მფლობელებმა ეს სიახლე გააპროტესტეს იმ მოტივით, რომ ახალი სტატუსი ისე გამოიყურება, თითქოს ის მთვრალი ან შეურაცხადი ადამიანის დაწერილია.

დიდი შრიფტის შეცვლა შესაძლებელია, თუ მომხმარებლის პოსტი ფოტოს შეიცავს, ან ადგილმდებარეობაა მონიშნული.

ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებს ურჩევს, „მყვირალა“ სტატუსების თავიდან ასაცილებლად მესიჯთან ერთად ცარიელი, 800 პიქსელი სიგანისა და 1 პიქსელი სიმაღლის ფოტო ატვირთონ.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის მომხმარებლები აგვისტოშიც აღშფოთდნენ, როცა WhatsApp-მა განაცხადა, რომ ის ცუკერბერგის სოციალურ ქსელთან მონაცემების გაზიარების დაწყებას აპირებდა.

 

წყარო: Independent

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა