close
საქართველო

მივინო – საფერავი და რქაწითელი ალუმინის ქილაში

გაიხსენეთ, რამდენი ტიპის “ჭურჭელში” გინახავთ ქართული ღვინო – ყველაზე გავრცელებულით დაწყებული, ყველაზე მოულოდნელით დამთავრებული: ქვევრი, ტიკი, ბოცა, ბოთლი, ფიალა, ქალის ფეხსაცმელი, კრამიტი, ლამფის შუშა და ბლენდერიც კი. ეს ყველაფერი აღარავის უკვირს, თუმცა, აქამდე, სავარაუდოდ, ალუმინის ქილაში ჩამოსხმული საფერავი არსად შეგხვედრიათ.

სწორედ ამ უჩვეულო შეფუთვას გვთავაზობს კომპანია მივინო.

მივინო აქცენტს სიმარტივეზე აკეთებს და გვეუბნება, რომ ღვინის დალევა რთული პროცესი არ უნდა იყოს.

გაზიარება:
fb-share-icon0