close
სოციოლოგია

მეცნიერებმა შექმნეს სტატისტიკებზე დაყრდნობით ახალი ტესტი “რა ასაკში და რით გარდაიცვლები?”

ახალი ტესტის საშუალებით შესაძლებელი ხდება იმის დადგენა, თუ სავარაუდოდ რით შეიძლება დაიღუპოთ და როდის.

მეცნიერებმა ინტერაქტიული გრაფიკი შექმნეს, რომელიც პიროვნების  ასაკის მიხედვით ითვლის სავარაუდოდნ რა ასაკში და რით გარდაიცვლება იგი.

ნათან იომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ფერადი გრაფიკი შექმნა, რომელიც ეყრდნობა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა პიროვნების ასაკი, სქესი და რასა, და რომელიც ავლენს თუ რა ასაკში და რით შეიძლება გარდაიცვალოს ადამიანი.

ტესტის შესავსებად http://flowingdata.com/2016/01/19/how-you-will-die/ წერთ თქვენს ასაკს, სქესს და ეთნიკურ წარმომავლობას და თვალს ადევნებთ, როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება და გარდაცვალება განვითარდეს.

მაგალითად, დღეს დაბადებული ბავშვის სიცოცხლის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში გარდაცვალების მიზეზი დიდი ალბათობით თანდაყოლილი პრობლემა გახდება, ადამიანი, რომელიც 30 წლისაა სავარაუდოდ 80 წლის ასაკში ცირკულაციური პრობლემის (გულის შეტავა ან ინსულტი, კიბო) გამო დაიღუპება.

1999-2014 წლების აშშ გარდაცვალების მოწმობების მონაცემებზე  დაყრდნობილი გრაფიკული გამოსახულება აჩვენებს, რომ 8 წლის ასაკის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი 18 წლის ასაკში დიდი ალბათობით გარე ფაქტორები (უბედური შემთხვევა) გახდება. გრაფიკის მიხედვით, ამ ასაკში ამ მიზეზით გარდაცვალების ალბათობა 67 პროცენტია, ხოლო იგივე შემთხვევაში რესპირატორული ასთმის მიზეზზე მხოლოდ 17 პროცენტი მოდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გლობალური სიკვდილიანობის 68 პროცენტის მიზეზი არაგადამდები დაავადებებია.

ოთხი ძირითადი არაგადამდები დაავადებაა:  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მაგალითად, გულის დაავადება და ინსულტი), კიბო, დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადებები.

ინფექციურ დაავადებებზე, ორსულობაზე, მშობიარობასა და კვების მდგომარეობაზე სიკვდილიანობის 23 პროცენტი მოდის, ხოლო სხვადასხვა დაზიანებებზე – 9 პროცენტი.

სიკვდილიანობის 87 პროცენტი ხშირად პრევენცირებადი მიზეზებისგან – როგორიცაა გულის დაავადება, კიბო, დიაბეტი და ფილტვის მდგომარეობა – არის გამოწვეული.

თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ყველაზე მკვლელი დაავადებების გამომწვევი მიზეზია – მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ფილტვის კიბო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ათიდან ერთი მოზარდის გარდაცვალების მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. თუმცა ის ხშირად დაფარული მიზეზია და სინამდვილეში გარდაცვალებვის მიზეზად სხვა ფაქტორს მიიჩნევენ.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response