close
ისტორია

მეცნიერების გამოკვლევებით, გიზის პირამიდებში თერმული ანომალიები შეინიშნება

ეგვიპტის სიძველეთა მკვლევრები აცხადებენ, რომ არქიტექტორების და მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა გიზის პირამიდებში „თერმული ანომალიები“ შენიშნა.

თერმულმა კამერამ აღმოაჩინა მაღალი ტემპერატურა უდიდესი პირამიდის უკიდურეს წერტილში.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შესაძლო მიზეზებია პირამიდის შიგნით ცარიელი ტერიტორიები, შიდა ჰაერის დინება, ან სხვადასხვა სამშენებლო მასალების გამოყენება.

როგორც ჩანს, ექსპერტები ეძებენ დამალულ პალატებს პირამიდებს შიგნით.

ხეოფსის, ხეფრენის და მენკაურეს სამარხები აშენდა მეოთხე დინასტიისას, დაახლოებით ჩვ. წ. 2613-2494 წლებში.

„შთამბეჭდავი“ ანომალია

ეგვიპტიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან და იაპონიიდან არქიტექტორებისა და მეცნიერების გუნდმა  გამოიყენა ინფრაწითელი თერმოგრაფია პირამიდების შესწავლისათვის როგორც მზის ამოსვლისას, როდესაც მზე ათბობს სამარხის სტრუქტურას გარედან, ასევე მზის ჩასვლისას, როდესაც ქვა გრილდება.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ექსპერტებმა დაადგინეს რამდენიმე თერმული ანომალიის არსებობა, რომელიც დაფიქსირდა ყველა მონუმენტზე გათბობისა და გაგრილების ფაზების დროს დაკვირვებებისას.“

„ასეთი ანომალიების ასახსნელად უამრავი ჰიპოთეზა და შესაძლებლობა შეგვიძლია მოვიშველიოთ: ზედაპირზე სიცარიელეების არსებობა, შიდა ჰაერის დინება,“ დასძინა მან.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ანომალია აღმოჩენილი იქნა ხეოფსის პირამიდის  აღმოსავლეთი ნაწილში, ზედაპირის დონეზე, – ნათქვამია განცხადებაში.

„პირამიდის ქვების პირველი რიგი არის ყველა ერთგვაროვანი, მაგრამ აღმოვაჩინეთ რომ მაინც არსებობს განსხვავება მათ ფორმაციაში,“ განაცხადა სიძველეთა მინისტრმა, მამდუჰ ალ დამატიმ.

151110163536-giza-pyramid-ir-result-exlarge-169

სხვა თერმული ანომალიები აღმოჩენილი იქნა უდიდესი პირამიდის ზედა ნახევარში.

პირამიდების შემდგომი შემოწმებისა და გამოკვლევისას, რომელიც დაიწყო 25 ოქტომბერს და სავარაუდოდ დამთავრდება 2016 წლის ბოლოს,  სტრუქტურა იქნება შესწავლის მთავარი საგანი.

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0