close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები: ვარსკვლავებიდან მომავალი უცნაური მესიჯები უცხოპლანეტელებისგან მოდის

მეცნიერთა განცხადებით, კოსმოსიდან უჩვეულო შეტყობინების ხმა გაიგეს, რაც მათი აზრით, უცხოპლანეტელებისგან მოდის.

ვარსკვლავების პატარა კომპლექტის უცნაური მოდულაციის კვლევა მიანიშნებს, რომ ეს ხმა შესაძლოა კოსმოსური ინტელექტიდან მოდიოდეს, რომელსაც სურს მათი არსებობის შესახებ შეგვატყობინოს.

აღნიშნული კვლევა 2,5 მილიონი ვარსკვლავიდან 234-ის მოდულაციის დაკვირვების შედეგებს ეყრდნობა. როგორც აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავების მცირე ჯგუფი უცნაურად იქცეოდა, რომლის ახსნა მეცნიერებმა ვერ მოახერხეს და გაჩნდა აზრი, რომ მესიჯები უცხოპლანეტელებისგან მოდის.

კვლევა სახელწოდებით : “მზის ტიპის ვარსკვლავების მცირე ჯგუფში სპეციფიური პერიოდული სპექტრალური მოდულაციების აღმოჩენა” ჟურნალ Astronomical Society of the Pacific-ში გამოქვეყნდა. თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ აღნიშნული ჰიპოტეზის დასამტკიცებლად თუ უარსაყოფად შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

სტეფან ჰოკინგისა და მარკ ცუკერბერგის მიერ დაარსებული Breakthrough Listen, რომელიც უცხო პლანეტელების აღმოჩენას ისახავს მიზნად, აცხადებს რომ მესიჯი იმედის მომცემია, თუმცა მანამ, სანამ მისი უცხოპლანეტელებთან დაკავშირება „ერთმნიშვნელოვნად მოხდება“, შემდგომი კვლევისა და მუშაობის ჩატარებაა საჭირო.

აშშ-ის არასამთავრობო კვლევით – სამეცნიერო ინსტიტუტი (SETI) უცხოპლანეტელების სიგნალის დასაფიქსირებლად დიდ რადიოტელესკოპს იყენებს. SETI უკვე ათწლეულებია რაიმე ნიშნის აღმოჩენას ცდილობს, რომელიც დედამიწის მაცხოვრებლებს დაუმტკიცებს, რომ სამყაროში მარტოები არ ვართ.

ორგანიზაციის უფროსი ასტრონომის, სეთ შოსტაკის თქმით, ძიება დაფინანსების ნაკლებობის გამო ფერხდება. შოსტაკი ფიქრობს, რომ აღმოჩენას მას შემდეგ გააკეთებს, როცა სრულყოფილი კვლევისთვის საკმარის რესურსს მოიპოვებს, ამ ეტაპზე კი გალაქტიკაში სხვა სიცოცხლის ძებნა შეჩერებულია.

წყარო:.independent.co.uk
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0