close
მედიცინა

მეცნიერები: დღეში სამი ჭიქა რძე ნაადრევ სიკვდილს იწვევს!

რძე ექიმების მიერ რეკომენდირებულია, როგორც კალციუმის წყარო, რომელიც ძვლების სიძლიერეს უწყობს ხელს.

თუმცა ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ რძე ძვლების სიმაგრეს ნაკლებად უწყობს ხელს და აორმაგებს ნაადრევად გარდაცვალების რისკს.

კვლევის ფარგლებში 20 წლის განმავლობაში 61,000 ქალსა და 45, 000 მამაკაცს დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებს რომლებიც რძეს მოიხმარდნენ, ძვლებს დაშლის რისკი არ უმცირდებოდათ.

მეტიც, ისინი, ვინც დღეში სამ ან მეტ ჭიქა რძეს (680 მლ) სვამდნენ, ნაადრევად სიკვდილის ორჯერ მეტი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, მათთან შედარებით, ვინც ერთ ჭიქაზე ნაკლებს სვამდნენ.

„კვლევის შედეგები ეჭვქვეშ აყენებს აქამდე არსებული რეკომენდაციების ვალიდურობას. როგორც აღმოჩნდა, დიდი რაოდენობის რძის მიღება არაა დაკავშირებული მოტეხილობის რისკის შემცირებასთან, პირიქით, ის ჯანმრთელობვისთვის მავნეა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან არის ასოცირებული,“ – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, შვედეთის უპსალას უნივერსიტეტის პროფესორი კარლ მიჩელსონი.

კალციუმი ძვლების მშენებლობისთვის მართლაც საჭიროა და აქდან გამომდინარე, კალციუმით მდიდარი პროდუქტი – რძე სასარგებლო საკვებია. თუმცა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რძეში შემავალი ცხიმი კალციუმს დადებით ეფექტს აბათილებს, იწვევს რა ანთებასა და გულის პრობლემებს.

თუმცა დაბალი ცხიმის შემცველ პროდუქტებს, როგორიცაა ყველი და იოგურტი, სასარგებლო შედეგი აქვს. ეს პროდუქტები ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებენ და ძვლების ჯანმრთელობას უწყობენ ხელს.

ზოგიერთი მეცნიერი კვლევის შედეგებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მანამდე ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რძე ამცირებს გულის დაავადების, ინსულტისა და დიაბეტის რისკს.

ასეა თუ ისე, კვლევის ავტორები რძისა და რძის პროდუქტების მიღებას არ კრძალავენ, ისინი გვირჩევენ, ნუ დავლევთ დღეში 1 ჭიქა რძეზე მეტს.

 

წყარო: http://www.telegraph.co.uk/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0