close
კვლევებიმედიცინა

მეცნიერები: ალკოჰოლი ღეროვანი უჯრედების დნმ-ს აზიანებს და კიბოს რისკს ზრდის

ალკოჰოლი ორგანიზმში მავნე ქიმიურ ნივთიერებას წარმოქმნის, რომელმაც, შესაძლოა ღეროვანი უჯრედების დნმ-ში მუდმივი გენეტიკური დაზიანება გამოიწვიოს და კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს.

ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერები ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყებიან. მათ ლაბორატორიაში მღრნელებზე ცდა ჩაატარეს, რომლის დროსაც ქრომოსომის ანალიზი და დნმ-ის თანმიმდევრობა გამოიყენეს, რათა აცეტილდეჰიდის მიერ გამოწვეული დაზიანება გამოეკვლიათ. აცეტილდეჰიდი გახლავთ მავნე ქიმიკალი, რომელიც ორგანიზმში ალკოჰოლის გადამუშავებისას გამოიყოფა.

მათი დასკვნები უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ ზრდის ალკოჰოლი 7 ტიპის კიბოს, მათ შორის – ძუძუსა და ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ის ასევე აჩვენებს, როგორ ცდილობს სხეული ალკოჰოლისგან გამოწვეული დაზიანებისგან დაცვას.  

,,ზოგიერთ შემთხვევაში, კიბო ღეროვან უჯრედებში დნმ-ის დაზიანების გამო განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში დაზიანება შემთხვევით მოხდა, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლი ამ დაზიანების რისკს ზრდის,“ – აცხადებს მოლეკულური ბიოლოგიის სამედიცინო კვლევის საბჭოს ლაბორატორიის პროფესორი, კვლევის თანაავტორი კეტან პატელი.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მღრნელებს ალკოჰოლი მიცეს და შემდეგ დნმ-ზე მისი ზეგავლენა გააანალიზეს. როგორც აღმოჩნდა, აცეტალჰეიდს შეუძლია დნმ-ის დაზიანება ღეროვან უჯრედებში.

ეს მნიშვნელოვანია, აცხადებს პატელი, იმიტომ, რომ როდესაც ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედები ზიანდება, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სიმსივნური უჯრედების წარმოშობა.

მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს, როგორ ცდილობს ორგანიზმი თავი დაიცვას ალკოჰოლისგან გამოწვეული დაზიანებისგან.

დაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს ფერმენტების ჯგუფი ალდეჰიდის დეჰიდროგენზა, ანუ ALDH- ი. ეს აცეტალდიჰიდს აცეტატად შლის, რომლის უჯრედები შესაძლოა ენერგიის წყაროდ იქნას გამოყენებული.

კვლევის დროს იმ მღრნელების დნმ-ი, რომლებიც ფერმენტ ALDH- ის ნაკლებობას განიცდიდნენ, ოთხჯერ უფრო ზიანდებოდა, ვიდრე მათი, ვის სხეულშიც აღნიშნული ფერმენტი სათანადოდ ფუნქციონირებდა.

პატელის განმარტებით, უჯრედებს დაცვის მეორე ხაზიც აქვს – დნმ-ის აღდგენის სისტემა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გამოავლინოს და უკუაგდოს სხვადასხვა ტიპის დნმ-ის დაზიანება.

მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ ადამიანში – განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებ ხალხში – აღდგენის სისტემები ვერ მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უჯრედები ვერ ახერხებენ ეფექტურად აღდგენას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კიბოს საერთაშორისო კვლევის სააგენტომ ალკოჰოლი პირველი ჯგუფის კანცეროგენების სიაში შეიტანა.

2011 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლი პასუხისმგებელია ბრიტანეთში კიბოს შემთხვევების 4 პროცენტზე – რაც წელიწადში 12,800 შემთხვევას უტოლდება.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid