close
ბიზნესი

მარკეტინგი  ,,დისნეის” ფილმებში

ბენჟამენ ფრანკლინმა ერთხელ თქვა: „მითხარი და დამავიწყდება. მასწავლე და დავიმახსოვრებ. ჩამრთე და ვისწავლი“. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ცხოვრების ბევრ სფეროს შეიძლება მოვარგოთ და ბიზნესიც ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ, მოდი, მხოლოდ ერთი სფერო განვიხილოთ: ფილმები, კონკრეტულად კი, უოლტ დისნეის კორპორაციის კუთვნილი ფილმები, რომლებიც, სულ მცირე –  საკმაო „ჩართულობით“ გამოირჩევა.

მხოლოდ ცალი თვალი შეავლეთ „ვიპოვოთ დორის“, რომელმაც ბოლო ორი კვირაა ყველანაირი კონკურენცია ჩაკლა კინოგაქირავებაში. საერთო ჯამში, დისნეის გლობალურმა შემოსავალმა 52,47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და შესაბამისად, სწორედ მისგან უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვაიძულოთ ჩვენი მომხმარებლები, ჯიბიდან საფულე ამოიღონ, გადაიხადონ და თანაც ამან დიდი ბედნიერებაც მიანიჭოს.

1.გართობა იყიდება

,,დისნეის” ფილმების წარმატებას არანაირი მისტიური მიზეზი არ აქვს – ყველა მათგანი საუკეთესო ისტორიაა. ჩვენ, ადამიანებს კი ისტორიები გვიყვარს. და როცა საქმე ამ ისტორიების მარკეტინგს ეხება, ,,დისნეი” აქაც გამარჯვებულია: ძალიან სასიამოვნოა, როცა რეკლამასაც კი შეუძლია ჩვენი შეყოლიება; შესაბამისად, როგორც მომხმარებელი, ჩვენ საპასუხო ნაბიჯს ვდგამთ.

სარეკლამო სფეროს ტიტანებმა ეს ყოველთვის იცოდნენ და წლებთან ერთად უამრავ დამამახსოვრებელ რეკლამას ვხვდებით, რაც ძირითადად მათი გასართობი ფაქტორის დამსახურებაა (სექსი რეკლამაში -მარკეტინგში „გასართობი შინაარსის“ ეფექტურობის კიდევ ერთი მაგალითია).

,,დისნეი”თავისი არსით გამრთობია. ყიდის ისტორიებს, სუპერგმირებს, მოქმედებას, დრამას და ბევრ სხვა მსგავს (რომ არაფერი ვთქვათ CD-ებზე, DVD-ებზე და დაბრენდილ ვაჭრობაზე).

ამასობაში, ყველა სხვა კომპანიის მიერ წარმოებული მარკეტინგი უბრალოდ ყარს. რეკლამების უმრავლესობის ყურებისას მთქნარებას ვერ ვიკავებთ. ინდივიდუალიზმის მარცვალსაც კი ვერ იპოვით მათში. ტრადიციული რეკლამები ყოველთვის მოსაწყენი იყო. დღესდღეობით კი საქმე გვაქვს ონლაინრეკლამებთან, რომლებიც ყველაფერთან ერთად, უსარგებლოცაა.

მაგალითისთვის, ავიღოთ დიდი ონლაინპლატფორმების მარკეტინგი: Yahoo-ს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რაში უნდა გამოეყენებინა თავისი უზარმაზარი აუდიტორია. Twitter-ი ისევ იბრძვის ყოველდღიურად მზარდი მომხმარებელთა ბაზაში სარგებლის დასანახად. Facebook-ი სარეკლამო შემოსავალს ითვლის. Google-ს, ნამდვილ ბეჰემოტს კი, ჯერ კიდევ არ დაუგვირგვინებია თავისი საქმე. ზოგადად, რეკლამების უმრავლესობა უბრალოდ არ მუშაობს. რატომ? სახის კრემებში და პროტეინებში არაფერი საინტერესო არ არის, თუ ასეთად არ გახდი.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, სადაც „გართობა“ იჩენს თავს. ამისთვის მხოლოდ The Dollar Shave Club – ის კრეატიული თანამშრომლების ნამუშევრებს უნდა გადახედოთ.

  1. დღეგრძელი მოგონებები

,,დისნეის” წარმატება მისი ფილმების თქვენს პერსონალურ დონეზე მოქმედების შედეგია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველი ამ ფილმის პერსონაჟი სამუდამოდ იმკვიდრებს ბინას თქვენს მეხსიერებაში. მიკი მაუსი ამდენი წლის შემდეგაც კი დისნეის და თავისი მულტიპლიკაციური გმირების დამოკიდებულების ერთგვარი ხატია. სპორტული თილისმების გამოყენების კონცეპტი მთლიანად ,,დისნეის” პერსონაჟების პიროვნულ დონეზე მოქმედების ოსტატობიდან იღებს სათავეს.

თილისმების გამოყენება მარკეტერებსაც წარმატებით შეუძლიათ. მთავარია, მათი შერჩევა სწორად მოხდეს. ალბათ Mailchimp-ის ,,Chimp-ი” იმდენად საყვარელია, რომ ბრენდი ყველას ახსოვს.  თავად ,,Mailchimp-ი” კი არც თუ ძალიან შორს დგას ,,დისნეის” პერსონაჟის წარმატებისგან.

  1. სტრატეგიის და მიზნის სწორხაზოვნება მნიშვნელოვანია

თუ თქვენ მართვის გამოსახატავად სიტყვა „სტრატეგიას“ იყენებთ, ,,დისნეის” ფილმების შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა „კულისებს მიღმაზე” გვესაუბრა. აქ უნდა აღინიშნოს შესანიშნავი ლიდერობა, ერთიანი დაგეგმარება და კულტურა, რომელიც რთულია უგულებელჰყო. ,,დისნეის” თემატურ პარკებში მომხმარებელი „სტუმარია“, ხოლო სამუშაო – „როლი“. თანამშრომლები „მსახიობები“ და ყველა მათი მოქმედება ქაოსისადმი მეთდური მიდგომაა.

,,დისნეისა” და ,,პიქსარში” ყველაფერს აკეთებენ ისეთი ფილმების შესაქმნელად, რომლებიც აღგაფრთოვანებთ, გაჯადოებთ, გართობთ და გაჰიპნოზებთ. ერთ შეხედვით, ეს ყველაფერი ჯადოსნობად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ყოველი მოძრავი პიქსელის მიღმა თავდაუზოგავი შრომა დგას.

,,დისნეიში” ყველა ერთ ენაზე საუბრობს. ყოველ ინდივიდს თავისი როლი აქვს. კომპანია თავის გუნდს შეუზღუდავ თავისუფლებას ანიჭებს. ისინი ერთად იღებენ თავზე რისკს. ერთად ფიქრობენ იდეებზე, რომლებსაც ზოგჯერ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავს (მარველის ბინძური სია).

მარკეტინგი ბიზნესის ყოველი ფუნქციის ინტეგრირებას მოითხოვს. თუმცა, ბიზნესის უმრავლესობისთვის, მარკეტინგი მხოლოდ ფუნქციაა.

  1. ,,დისნეის” ფილმები თავშესაქცევია

თავშესაქცევი – ღირებული თვისებაა. ,,დისნეის” ფილმებს სხვა სამყაროში გადაჰყავხართ, რეალურ ცხოვრებას არარეალური სამყაროს დოზებით ავსებს და ცდილობს მყარად დაგსვათ ეკრანის წინ. ექშენი, დრამა, ემოციები, ანიმაცია, ციფრული და ხმის ეფექტები მთლიანად კომპანიის შექმნილია.  თქვენი მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, დისნეი თავისი ფილემბის 3Dვერსიებზეც კი თვითონ მუშაობს.

ფილმების ტრეილერები, პოსტმარკეტინგი, პოსტერები, დაბრენდილი ატრიბუტები და ყველა ის სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელსაც დისნეი ფილმის გაშვებამდე და პრეზენტაციის შემდეგ იყენებს, ერთგვარად ასრულებს მთლიან პროცესს. შემდეგ მოდის YouTube და გასართობი სატელევიზიო შოუები, სადაც დეტალურად განიხილავენ ყოველი კადრის შექმნის ისტორიას, წარმოგვიდგენენ ინტერვიუებს შემოქმედებით ჯგუფთან და ა.შ.

ბიზნესი კი მარკეტინგს ისევე უდგება, როგორც ბუღალტერიას. სტანდარტულად. პროტოკოლზე დაყრდნობით. უგულოდ. უსულოდ.

რასაკვირველია ყველა ინდუსტრიის წარომადგენელი ვერ მისცემს თავს „თავშესაქცევად“ ყოფნის უფლებას, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ტრადიციული და ციფრული მარკეტინგული აქტივობების გათვალისწინებით, ყოველთვის შეიძლება შემუშავდეს მარკეტინგული გეგმა, რომელიც მომხმარებლების ჩართულობას უზრუნველყოფს და მარკეტინგს გამოჩენის, გამოყოფის საშუალებას მისცემს. ბიზნესი მოსაწყენი მხოლოდ წარმოსახვის ნაკლებობის გამო ხდება.

  1. ,,დისნეი” პრიორიტეტს წარმოსახვას ანიჭებს

ყველაზე მოსაწყენ სფეროსაც კი შესწევს ძალა თავისი კონტენტმარკეტინგი და სოციალური აქტივობა საინტერესო და გამორჩეული გახადოს. წერეთ ისე, როგორც საუბრობთ! იყავით უნიკალური! არ დაივიწყოთ იუმორი! თქვენი სათქმელი ვიზუალურად გამოხატეთ! როგორც Hubspot-ის ბლოგერი – კორეი უიაინრაითი –  აღნიშნავს, „მარკეტინგი ხშირად მოსაწყენია. მაგრამ, მილიარდობით დოლარის კეთება პირიქით, სახალისოც კია“.

მოსაწყენი ბრენდები იკარგება, რადგან ყველაფრის გადამწყვეტი ხშირად ხელსაყრელი შემთხვევაა. მაგალითისთვის, ,,დისნეი” მომხმარებლებს წლებია სთავაზობს ერთსა და იმავე გმირს, მიკი მაუსს, ამ პატარა, საყვარელ დიდ ყურებიან ბიჭს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უკვე უნდა გამხდარიყო მოსაწყენი. მაგრამ ასე არ მომხდარა.

უბრალოდ, დისნეი არ ცნობს სიტყვა „მოსაწყენს“. არც ,,ეპლის” iPhone-ი სწყალობს მას. არც ,,ლენდ როვერის”კვადრატულ დიზაინს შექმნია პრობლემები გაყიდვისას. ამ ლოგიკით, BMW-ის მინიც დიდი ხნის ჩაკეტილი უნდა იყოს ავტოსადგომში. მაგრამ ასე არ მომხდარა. ათწლეულების შემდეგაც კი ისევ გვიყვარს ,,დისნეი”, რადგან გვიყვარს წარმოსახვა.

 

წყარო: Entrepreneur

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld

Leave a Response