close
კულტურასაქართველო

გულწრფელი მხატვრობა – ლალი დანილუკის შემოქმედება

დამახასიათებელი პალიტრა, განწყობა, გულწრფელი ემოციები და სიახლის ძიების სურვილი გადმოტანილი ნახატებზე – ეს ლალი დანილუკის შემოქმედებითი პორტრეტია. ,,დოქტრინა” მხატვართან ინტერვიუს გთავაზობთ.

-რატომ ხატვა? – არსებობდა თუ არა წინმსწრები მიზეზირის გამოც ცხოვრება მას დაუკავშირეთ?

-რატომ ხატვა? ნამდვილად არ მაქვს ამაზე პასუხი და ვერც ვპოულობ ზუსტ ახსნას, ალბათ იმიტომ, რო მე ვარ მე და ეს ყველაფერი იმდენად ჩემშია, რომ სხვა რამის კეთება ჩემთვის წარმოუდგენელია, ვაკეთებ იმას, რაც ვიცი და ეს მაბედნიერებს. ამის მიზეზი ჩემი განწყობაა, ჩემი შეხედულება რეალობაზე და ერთგვარი პროტესტის გამოხატულება. ასევე, სათქმელი, მე ამ ენაზე ვმეტყველებ, უბრალოდ, ვხატავ.

დედა ჩემი მეგობარი, ჩემი მოტივატორი, ინსპირაციის წყარო და კარგი მრჩეველი იყო ცხოვრების გზაზე…

-რა ინდივიდუალური სტილით გამოარჩევდით თქვენს ნახატებს?

-მე ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე და ვცდილობ, ხელოვნებაში ვიყო გულწრფელი. ჩემი ნახატები გამოირჩევა ფერით. სწორედ ესაა განწყობისა და გულწრფელობის მანიშნებელი შემოქმედებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ჩემს ნახატებში.

-არსებობს თუ არა მხატვარირომელმაც თქვენს შემოქმედებაზე გავლენა იქონია?

-ზოგადად, შემოქმედებაზე შეიძლება უბრალო ადამიანმაც იქონიოს გავლენა, ყოფამ და ყოფითმა ცვლილებებმა… თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემ მის შემოქმედებას და ხშირად მისი შემოქმედება ჩემთვის ხდება საყრდენი – დიდი და ბუმბერაზი მიქელანჯელო, ვისი შემოქმედება მაშეშებს, მისი მონუმენტალისტური ფორმები და სხეულის ასახვა, სიძლიერე და, ამავდროულად, სიმშვიდე… ასევე, ძალიან მიყვარს ჩრდილოეთაღორძინება… ეს პერიოდი ჩემს სულთან ძალიან ახლოსაა, თუმცა მე ვქმნი სულ სხვა არტს…

– საინტერესო და დამახასიათებელი ხელწერა გაქვთ – რა იყო და არის ამ ყველაფრის შთაგონების წყარო?

-მე დღემდე ძიების პროცესში ვარ, სწავლისა და განვითარების. ვცდილობ და მივისწრაფვი ჩემი არტი მეტად ინფორმაციული იყოს, შესაძლოა, ვერ აღმოჩნდეს ყველასთვის მისაღები, მაგრამ ყვებოდეს თავის სათქმელს. ყოველდღიურობა და მოვლენები ირგვლივ ყველაზე დიდი ინსპირაციის წყაროა ჩემს შემოქმედებაში, მე ვამბობ უბრალოდ ჩემს სათქმელს, გამოვხატავ ჩემს აზრს და პროტესტს ჩემი შემოქმედებით, არავის არ ვახვევ ჩემს მოსაზრებას – ის შეგიძლია უბრალოდ მიიღო ან არა… რა არის ხელოვნება თუ არა ერთგვარი პროტესტი და ცვლილებების შეტანის უპირატესობა? ხელოვნება ყველაზე მეტისმთქმელია – ყოველდღიური ესთეტიკის ზრდის საშუალებაა.

-ამჟამად აშშში იმყოფებით – აქვს ამას  უშუალო მიზეზი თქვენს პროფესიასთან?

-ამ ეტაპზე, ეს არის ჩემი საცხოვრებელი და შემოქმედებითი ლოკაცია, ძალიან დიდი გამოწვევა ეს ქვეყანა – მე ის მივიღე და ჩავები ამ პროცესში…

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld