close
ასტრონომია - კოსმოსი

კვლევა : სატურნის რგოლები პლანეტის გაცილებით ახალგაზრდა დანამატებია

სატურნის რგოლები  ჩვენი მზის სისტემის ერთერთ ბრწყინვალე ღირშესანიშნაობებად ითვლებიან.„ნასას“ კოსმოსური ხომალდის „კასინის“ მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ისინი პლანეტის შედარებით ახალგაზრდა დანამატები იყვნენ.

მკვლევარებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომკასინის მიერ შეგროვებული პლანეტისგრავიტაციული გაზომვების საფუძველზეგამოთვლილ რგოლების ასაკი მიანიშნებს, რომ ისინი 100 -10 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდნენ, რაცსატურნის ახლანდელი ასაკის დაახლოებით . აღსანიშნავია, რომ 100 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრების ხანა იყო.

ზოგიერთი ასტრონავტი მიიჩნევს, რომ რგოლები სატურნის ფორმირებიდან მალევე, დაახლოებით 4, 5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, ზოგის აზრით, რგოლები გაცილებით ახალგაზრდაა.

სატურნის მზის სისტემის სიდიდით მეორე პლანეტაა იუპიტერის შემდეგ. გაზის ოთხივე პლანეტას: იუპიტერს, სატურნს, ურანსა და ნეპტუნს გარშემო რგოლები აკრავს, თუმცა სატურნის რგოლები ყველაზე დიდი და შთამბეჭდავია. მათი დიამეტრი დაახლოებით 282,000 კილომეტრია. მრავალრიცხოვანი წვრილი რგოლების 99 პროცენტი ყინულია და 1 პროცენტი კი ინტერპლანეტარული ნამსხვრევებისგან წარმოქმნილი სილიკატური ნაწილაკები.

„ნასას“ კოსმოსური ხომალდის „ვოიაჟისაგან“ მოპოვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მათი მასა 45 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 1980-იანი წლების მონაცემებზე დაყრდნობით მიიჩნევდნენ.  მეცნიერები აცხადებენ, რომ ნაკლები მასა ნაკლებ ასაკზე მეტყველებს, ასე რომ არ იყოს,  ამ პერიოდის განმავლობაში მოკაშკაშე რგოლები ნამსხვრევებისზეგავლენით ჩამუქდებოდა.  

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რგოლები მაშინ წარმოიქმნენ, როცა ყინულოვანი კომეტა ან მთვარესატურნს ძალიან მიუახლოვდა და გრავიტაციული ძალების ზემოქმედების შედეგად დაიმსხვრა, ან როდესაც პლანეტის მთვარეები ორბიტაზე ერთმანეთს შეეჯახნენ. ასტრონავტებს დღემდე სატურნის 62 მთვარე აქვთ აღმოჩენილი.

„ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, სატურნის რგოლების წარმოშობისა და ასაკის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაციის მოძიება მანამ, სანამ რგოლებიდან აღებულ ნიმუშებს ლაბორატორიულად არ გამოვიკვლევთ და მათი წარმოშობის თარიღს ლაბორატორიული დაშლის შედეგად არ დავადგენთ,“ განაცხადა კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა ფილ ნიკოლსონმა.

შეიძლება არ იყოს უფრო ზუსტი პასუხი სატურნის რგოლების წარმოშობისა და ასაკის შესახებ, სანამ არ შეიძლება ჩვენი ლაბორატორიების ბეჭვდილის ნიმუშები შეისწავლოს და გამოკვლევა და შესაძლოა რადიოაქტიური წარმონაქმნის საშუალებით თარიღდება “, – ამბობს კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომია პროფესორი და ნიკოლსონი.

„კასინის“ საშუალებით „ნასამ“ სატურნის შიდა სტრუქტურის, გამოსახულებაც მოიპოვა, მათ შორის პლანეტის ბირთვის, რომელიც დადამიწის მასაზე 15-18-ჯერ მეტია.

Reuters

 

გაზიარება:
fb-share-icon0