close
ბიზნესი

კოქტეილი, როგორც ,,აქსესუარი” და რამდენიმე მათგანის რეცეპტი

კარგი კოქტეილის რეცეპტი ყველაზე გამოსადეგი ,,აქსესუარია”, რაც შეიძლება რომ ჯიბეში ,,გედოს”.

სახლში ყველა კოქტეილის ერთდროულად მომზადება ძალიან ცუდი იდეაა, უმჯობესია ამოირჩიოთ ერთ–ერთი და რამდენიმეჯერ გააკეთოთ, შემდეგ სხვა კოქტეილი, რომელსაც დაახლოებით იგივე ინგრედიენტები სჭირდება.

,,Business insider–ი” წერს, რომ ვეტერანი – იმონ როკი გეგმავს, რომ ასწავლოს ადამიანებს ონლაინგაკვეთილების საშუალებით სხვადასხვა კოქტეილის მომზადება.

  1. მოჰიტო

შემადგენლობა: დაახლოებით, 5-6 ღერი პიტნა, ნახევარი ლიმონი, 50 გრ ტონიკი (თუ არ გვაქვს, „სპრაიტიც“ გამოდგება), 50 გრ თეთრი რომი – „ბაკარდი“, 50 გრ რომი, ნახევარი ჭიქა ქრეშირებული (დაფშვნილი) ყინული.

  1. კოქტეილი მარგარიტა

ტეკილა, ფორთოხლის და ლაიმის წვენი, შაქარი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში. დავამატოთ ყინული და კიდევ კარგად ავურიოთ.  ჩავასხათ ჭიქებში და მზად არის.

  1. პინაკოლადა

ეს კოქტეილი მსუბუქი დასალევია და აქვს სასიამოვნო გემო, მის მოსამზადებლად კი საჭიროა: თეთრი რომი 60 მლ, შავი რომი 15 მლ, ქოქოსის სიროფი 50 მლ, ანანასის წვენი 100 გრ, ლაიმი 10 გრ, ანანასის ნაჭერი, ყინული, ამ ყველაფერს ყინულთან ერთად მოათავსებთ ბლენდერში, დააბლენდერებთ და დაასხამთ ჭიქაში. გაფორმებისთვის ანანასის ნაჭერი დაამაგრეთ ჭიქის პირზე, ჩადეთ კოქტეილის მილი და არაჩვეულებრივი პინაკოლადაც მზადაა.

 

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld