close
რელიგია და მეცნიერება

კათოლიკური ეკლესია დიდი აფეთქების თეორიას აღიარებს – პაპმა მეცნიერები ვატიკანში მიიწვია

ვატიკანმა  მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და კოსმოლოგები დიდი აფეთქების თეორიის ასახსნელად მიიწვია.

ვატიკანის ობსერვატორიაში დიდი აფეთქების თეორიის, შავი ხვრელების, გრავიტაციული ტალღებისა და სივრცე-დროის სინგულირობის განხილვის პროცესს ასტროფიზიკოსები და სხვა ექსპერტებიც დაესწრებიან.

ერთკვირიანი კონფერენცია, ეკლესიის იმ აღიარების ნაწილს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, სამეცნიერო თეორიები რეალურია და არ არიან გარდაუვალ წინააღმდეგობაში თეოლოგიურ დოქტრინასთან.

მაგალითად, 2014 წელს პაპმა ფრენსისმა განაცხადა, რომ ღმერთი არ არის ,,ჯადოქარი ჯადოსნური კვერთხით ხელში” და რომ ევოლუცია და დიდი აფეთქების თეორია რეალურია.

კონფერენცია, რომელიც ვატიკანის ობსერვატორიაში მიმდინარეობს, პატივს სცემს იეზუიტ მღვდელს, მონსინიორ ჯორჯ ლემიტრის. ობსერვატორია 1891 წელს  პაპ ლეო XIII- ს მიერ დაარსდა და მისი მიზანი იმ მოსაზრების შეცვლაა, რომლის თანახმადაც კათოლიკური ეკლესია მეცნიერებასთან მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფება.

ჟორჟ ლემეტრი იყო პირველი, რომელმაც 1927 წელს ახსნა, რომ შორეული გალაქტიკების შემცირება სამყაროს გაფართოების შედეგი იყო.  შედეგი მან აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის განტოლებების ამოხსნით მიიღო.

ლემეტრის თეორია ,,პრიმიტალური ატომის” სახელითაა ცნობილი, მაგრამ დღეს მას დიდი აფეთქების თეორიის სახელით იცნობენ.

,,ის მიხვდა, რომ თავდაპირველად სამყარო მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის მდგომარეობაში იყო, ატომის მსგავსად შეკუმშული, რომლისგანაც შემდეგ ყველაფერი დაიწყო”, – ნათქვამია ობსერვატორიის პრესრელიზში.

ვატიკანის ობსერვატორიის ხელმძღვანელის, იეზუისტ ძმა გაი კონსოლმაგნოს განცხადებით,  ლემეტრის კვლევა ადასტურებს, რომ შეგიძლიათ გწამდეთ ღმერთის და ამავდროულად, დიდი აფეთქების თეორიის.

იმის მარტივად დაჯერება, რომ ღმერთმა დიდი აფეთქება შექმნა ნიშნავს, რომ „ღმერთი ბუნების ღმერთამდე დაგყავთ. ეს კი არაა ღმერთის ისე რწმენა, როგორც ჩვენ, ქრისტიანებს გვწამს. ჩვენ გვწამს ზებუნებრივი ღმერთის, რომელიც პასუხისმგებელია სამყაროს არსებობაზე, ხოლო მეცნიერება გვეხმარება იმის ახსნაში, თუ როგორ აკეთებს უფალი ამას,“ – განაცხადა გაი კონსოლმაგნომ.

 

წყარო:  http://www.independent.co.uk/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld

Leave a Response