close
აქართველო

იუსტიციის სახლში ჟესტური ენის გამოყენებით პირველი სერვისი გაიცა

65256c49dc

 იუსტიციის სახლმა, 14 ნოემბერს , თავისი არსებობის მანძილზე პირველად, სერვისი ჟესტურ ენაზე გასცა. ჟესტურ ენაზე მომსახურება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იუსტიციის სახლის რამდენიმე ათეულმა ოპერატორმა, სპეციალური სწავლების პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომზადება გაიარა. იუსტიციის სახლის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ამით კიდევ უფრო მეტად ადაპტირებული გახდა.
იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში არაერთი ინიციატივა ხორციელდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას – კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სახელმწიფო სექტორის მომსახურების ხარისხი. იუსტიციის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ამჟამად, პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ ფარგლებში, ოპერატორების სპეციალური გადამზადება მიმდინარეობს, ისინი სწავლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სფეროში გადიან. აღნიშნული სწავლებით მონაწილეები შეიძენენ ცოდნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეფექტიანი მომსახურებისა და მათთან კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების თაობაზე. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის წინა ხაზის თანამშრომლების გადამზადება ოქტომბრიდან ხორციელდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გაუმჯობესებული სერვისების გადამზადების კურსს საერთო ჯამში წლის ბოლომდე 750 თანამშრომელი გაივლის.
წყარო : psh.gov.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2