close
საქართველო

ირინა ღამბაშიძე: მადლობა ყველას ვინც დაუზოგავად იშრომა ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრის შესაქმნელად

არქეოლოგ, პროფესორ ოთარ ღამბაშიძის კაბინეტი გუშინ, ახალციხის უნივერსიტეტში გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი ირინა ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

“არქეოლოგ პროფ. ოთარ ღამბაშიძის კაბინეტი გაიხსნა გუშინ ახალციხის უნივერსიტეტში. გამოფენა, რომელიც მოეწყო კაბინეტში, ასახავს მისი ცხოვრებისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებს.

მიხარია,რომ ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს დღეიდან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი არქეოლოგიის კაბინეტი ექნებათ.

მადლობა ახალციხის უნივერსიტეტის რექტორს ბატონ მერაბ ბერიძეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს ბატონ დავით ლორთქიფანიძეს და მადლობა ყველას ვინც დაუზოგავად იშრომა ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრის შესაქმნელად.”

წყარო:http://news.ge/
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0