close
ასტრონომია - კოსმოსი

იაპონური კოსმოსური ზონდი ასტეროიდზე წარმატებით დაეშვა

იაპონური ზონდი Hayabusa 2 დედამიწისგან დაახლოებით 186 კილომეტრში მდებარე ასტეროიდ Ryuguზე დაეშვა, – ამის შესახებ იაპონიის კოსმოსური სააგენტო (JAXA) იუწყება. მათი ინფორმაციით, მისიის მიზანი სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მოძიებაა.

ზონდი ასტეროიდზე დაშვებას თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში შეეცადა, თუმცა მაშინდელი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იაპონური კოსმოსური ხომალდის ასტეროიდზე დაჯდომის მეორე შემთხვევაა. Hayabusa დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდზე, Itokawa-ზე პიირველად 2005 წელს დაეშვა და დედამიწაზე ასტეროიდის მტვერიც ჩამოიტანა, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც მოსალოდნელი იყო.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასტეროიდები მზის სისტემის გარიჟრაჟზე შეიქმნენ და ისინი აცხადებენ, რომ შესაძლოა Ryugu-ი იმ ორგანულ ნივთიერებას შეიცავდეს, რამაც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნას შეუწყო ხელი.

JAXA-ს ინფორმაციით, Hayabusa 2-ის დედამიწაზე დაბრუნება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

Reuters

გაზიარება:
fb-share-icon0