close
კატეგორიის გარეშე

გიგანტური პლანეტა ზრდას განაგრძობს

ასტრონომებმა იმ პლანეტის პირველი ფოტოები გადაიღეს, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. აღმოჩენა, სავარაუდოდ, ნათელს გახდის, როგორ ძლიერდებიან გიგანტური პლანეტები მათი ცხოვრების დასაწყისში.
ასტრონომებმა გამოიყენეს ტელესკოპი ,,არიზონა”, რათა დაკვირვებოდნენ ახალგაზრდა ვარსკვლავს, რომელიც დაახლოებით 450 სინათლის წლის დაშორებით კუროს თანავარსკვლავედში მდებარეობს.
ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია როგორც LKCA 15, მზის მსგავსია, მაგრამ მხოლოდ 2 მილიონი წლისაა.
4, 6 მილიონი წლის ასაკის მზისგან განსხვავებით, LKCA 15-ს გარს ჯერ კიდევ გაზისა და მტვრის დისკი აკრავს, რაც პლანეტის შესაქმნელი მასალაა. დისკის ფარგლებში დიდი უფსკრული მდებარეობს, 50-ჯერ უფრო ფართო, ვიდრე დედამიწასა და მზეს შორის მანძილი.
ასტრონომები ადრე ეჭვობდნენ, რომ გიგანტური პლანეტა ორბიტაზე უფსკრულში გადიოდა. ამ კვირაში ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ არსებობს პლანეტის ინფრაწითელი გამოსახულებები, და მის გასწვრივ როგორც ჩანს, ერთი ან ორი ძმა პლანეტაცაა.
მეცნიერებმა ასევე პირველად აღმოაჩინეს მტვრის დისკიდან პლანეტაზე გადატანილი გადახურებული წყალბადის გაზის ნაკადის ქიმიური ნაკვალევი, „რაც იმის მტკიცებულებაა, რომ იგი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია,“ აცხადებს არიზონას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სტეფან სალუმი, რომელიც აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობს. „ეს ახალგაზრდა სისტემა პირველი გვაძლევს შესაძლებლობა შევისწავლოთ პლანეტების ფორმირებისა და დისკის და პლანეტის ურთიერთქმედების პროცესი.”
მზის სისტემის მიღმა აღმოჩენილი დაახლოებით 2,000 დადასტურებულო პლანეტიდან, ფორმირების ეტაპზე ჯერ-ჯერობით არცერთი იმყოფება.
მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული აღმოჩენა დაეხმარება მათ, დახვეწონ თავიანთი თეორიები პლანეტების ფორმირების შესახებ.
მათი თქმით, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო გიგანტური პლანეტის ადგილმდებარეობის ასახსნელად, და ასევე იმის დასადგენად, თუ რატომ განაგრძობს იგი ზრდას. მეცნიერებმა ასევე ვერ ახსნეს, თუ როგორ წარმოქმნის პლანეტა მასიურ მაგნიტურ სფეროებს, რომლებიც ითვლება, რომ პლანეტის წყალბადის გაზის კვების ხაზების მარაგის შემვსებია.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response