close
ასტრონომია - კოსმოსი

გაირკვა, როგორ შთანქთა 10 მილიარდი წლის წინ ჩვენმა გალაქტიკამ სხვა გალაქტიკა

ანალიზისას, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ირმის ნახტომის 33 ათასამდე ვარსკვლავი, ირმის ნახტომის ფარგლებს მიღმა დაიბადა და სხვა ვარსკვლავების მსგავსი ტრაექტორიით არ გადაადგილდებიან. ამ ვარსკვლავებზე სპეციალური ტელესკოპის მეშვეობით ჩატარებული დაკვირვებით ირკვევა, რომ ისინი, 10 მილიარდი წლის წინ, ირმის ნახტომისა და სხვა გალაქტიკის შეჯახების შედეგად წარმოიქმნენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გალაქტიკა ირმის ნახტომზე 5-ჯერ პატარა ზომის იყო.

აღმოჩენის გაკეთება შესაძლებელი გახდა იმით, რომ ვარსკვლავების მოძრაობას მათი წარმოშობის ისტორია განაპირობებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0