close
საქართველო

„Feedc“ – ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ახალი სოციალური ქსელი

სოციალური ქსელები თანამედროვე სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცა, ინფორმაციით გადატვირთულ ონლაინ სივრცეში კი, დღეს ყველაზე მეტად არის რთული ზუსტად შენს ინტერესებზე მორგებული ვებგვერდებისა თუ ქსელების მოძიება, სწორედ აქედან გამომდინარე გამოჩნდა “Feedc-ი“, რომელიც სამ ქართველ ახალგაზრდას  – ალექსანდრე სიჭინავასა და ნიკოლოზ და გიორგი კვარაცხელიებს ეკუთვნის. უცხოეთში ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილებამ მათ ახალი იდეის გენერირებისკენ უბიძგა და პლატფორმის  მახასიათებლების შესახებ  იდეის ერთ-ერთი ავტორი – ალექსანდრე სიჭინავა გვიამბობს.

Feedc სოციალური ქსელია, რომელიც ერთ ქალაქში/ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებს, როდის და რატომ გაგიჩნდათ მისი შექმნის სურვილი?

-იდეა გაუჩნდა ნიკოლოზს, როდესაც საფრანგეთში წავიდა სასწავლებლად. გამომდინარე იქიდან, რომ იქ არავის იცნობდა, ბუნებრივია, უჭირდა მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და არსებული სოციალური ქსელებით კი, გარკვეული დრო სჭირდება ახალ ადამიანების გაცნობასა და მათთან დაკავშირებას, სწორედ ამიტომ, მანგადაწყვიტა შეექმნა ისეთი სივრცე, სადაც არ იქნებოდა საჭირო მეგობრების და გამომწერებისშეძენა.

რომელი ფუნქციებით სარგებლობა შეუძლია Feedc-ში დარეგისტრირებულ მომხმარებელს?

Feedc-ში დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია დაპოსტოს ნებისმიერი სახის კონტენტი, მათ შორის  ტექსტი, ფოტო თუ ვიდეო.  სხვა მსგავსი სოციალური ქსელების მსგავსად, რა თქმა უნდა, შესაძლებელიაპოსტების შეფასება და მათზე კომენტარის გაკეთება, რაც იმ ინტერაქტიული დანიშნულებიდან გამომდინარეობს, რომელიც თავად პლატფორმას აქვს.

თავად  „Feedc-იც“ ე.წ.feed-ების ერთმანეთთანდაკავშირებასნიშნავს. ყველა უბანს, ქალაქსათუ ქვეყანას აქვს საკუთარიfeed-ი და მომხმარებლები სწორედ ამ feed-ებით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

-სტატისტიკურად, რა ტიპის კონტენტს უჭირავს ქსელში ყველაზე დიდი ადგილი და როგორია მომხმარებელთა უკუკავშირი?

-ძირითადად იდება ინფორმაციული ტიპის კონტენტი, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მომხმარებლების ინფორმირებისკენ. რაც შეეხება მომხმარებელთა  უკუკავშირს, მათი დამოკიდებულება ძალიან დადებითია.  ყოველდღიურად ვიღებთ ჩვენი მომხმარებლებისგან პოზიტიურ შეფასებებსა და რჩევებს იმის შესახებ, თუ რის გაუმჯობესებაზე ღირს მუშაობა და  სოციალურ ქსელში რომელი ფუნქციების დამატებას ისურვებდა ჩვენი მომხმარებელი.

-დაბოლოს, ვის და როგორ შეუძლია ქსელში დარეგისტრირება?

-Feedc-იზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. დარეგისტრირება შესაძლებელია ტელეფონის ნომრითა და facebook-ის ექაუნთით.მსურველებს შეუძლიათ მარტივად გადმოწერონ ჩვენი აპლიკაცია  და მიიღონ სოციალური ქსელის მოხმარების სრულიად ახლებური გამოცდილება.

გაზიარება:
fb-share-icon0