close
აქართველო

Euronews საქართველოში შემოდის

67350982_405908846718096_4047055646166614016_n-768×512

ევროპის საერთაშორისო საინფორმაციო არხი Euronews საქართველოში შემოდის. ევრონიუს საქართველოს დაფუძნების შესახებ არხის წარმომადგენელმა და კომპანია სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ხელი დღეს, 25 ივლისს მოაწერეს.

სილქნეტის ცნობით, ევრონიუს საქართველო ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება. არხზე ქართული მედია-კონტენტის პარალელურად ევრონიუსის ევროპული რედაქციის მიერ შექმნილი კონტენტის ტრანსლირება მოხდება.

ევრონიუსსა და სილქნეტს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, სილქნეტს შეემატება ევრონიუს საქართველო, ახალი მედია, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება ევრონიუსის ბრენდის მაღალ ცნობადობასა და რეპუტაცასთან”, — აღნიშნავენ კომპანიაში.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი