close
საქართველო

ელექტროძრავიანი ავტობუსების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება

საქართველოში ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ-გან) გათავისუფლდება.

შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. კანონმდებლების განმარტებით, პროექტის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის და მათი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.

პარლამენტმა  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/210, 18.07.2018) პირველი მოსმენით უკვე განიხილა.

მოქმედი კანონმდებლობით, ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და  მიკროავტობუსის მიწოდება და იმპორტი იმპორტისა და აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებულია და მხოლოდ დღგ-თი იბეგრება.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო : parliament.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0