close
მედიცინასაქართველო

ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ

 

2019 წლის იანვრიდან ძუძუს კიბოს სამკურნალომედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტიფართოვდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდანძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებულიპაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებსპერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებითმიიღებენ.

დავით სერგეენკოს თქმით, თუ აქამდე აღნიშნულიმედიკამენტის ღირებულების 80% დაავადებისპირველი, მეორე და მესამე სტადიის მქონეპაციენტებს უფინანსდებოდათ, ახლა პროგრამაკიდევ უფრო გაფართოვდება. ამასთან, დავითსერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრამდედაავადების მეოთხე სტადიის მკურნალობისთვისსაჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სახელმწიფოდიდ ქალაქებში ცდილობდა, ჯანდაცვისსამინისტროსა და მწარმოებელ კომპანიაროშესშორის მიღწეული შეთანხმებით კი ყველა რეგიონისჩართვა გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველის სტატუსისმქონე პირებს, დავით სერგეენკოს განცხადებით, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისღირებულების 80%-ს მათ აღნიშნული პროგრამა, 20%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიაუნაზღაურებენ.

საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს1500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებისსამკურნალო მედიკამენტისჰერცეპტინისღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდისდაავადების რემისიას და სიცოცხლისხანგრძლივობას, ერთ პაციენტზე წლიურად 72000-ზე მეტ ლარს შეადგენს. არსებული პროგრამა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო, რომელიც მიზნადდაავადების სამკურნალო მედიკამენტზეხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა დამედიკამენტის მწარმოებელი კომპანიაროშესერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიცდავადებული არიან ძუძუს კიბოს: პირველი, მეორედა მესამე სტადიით მთელი საქართველოსმასშტაბით ძვირადღირებულ მედიკამენტებს 80%-იანი თანადაფინანსებით იღებენ, რაც წლიურადერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა400-ზე მეტმა პაციენტმა.

მასალა მომაზადა : თამარ ტაბატაძემ

გაზიარება:
fb-share-icon0