close
საქართველო

ჩინეთში ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტი განხორციელდება

ჩინეთში საქართველოში წარმოებული ქართულიზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტიმოხდება, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდი“ იუწყება.

მათი ინფორმაციით, ოფიციალურიხელშეკრულებები ჩინეთის საერთაშორისოსავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციისსავაჭროეკონომიკური ურთიერთობებისგანვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებშიგაფორმდა.

ქართული ნატურალური პროდუქტების ჩინეთისბაზარზე ექსპორტის გადაწყვეტილება ფორუმისპარალელურად მიმდინარე გამოფენის ფარგლებშიგამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მიიღეს. გამოფენაშისაპარტნიორო ფონდისორგანიზებით, 15-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღომონაწილეობა. სპეციალურად საქართველოსთვისმოწყობილ პავილიონში ქართული ნატურალურიპროდუქტები იყო წარმოდგენილი.

ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაისჩინეთში ექსპორტის შესახებ ოფიციალურიხელშეკრულებები აბრეშუმის გზის საინვესტიციოკომპანიასთან გაფორმდა. ოფიციალურდოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ძიანგსისპროვინციაში არსებულ ქართული კულტურისა დაღვინის სავანეში შედგა. ხელშეკრულებებს ხელიქართული მხრიდან კომპანია „Georgian Olive”-დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ, კომპანია„Askaneli Brothers”-ის დამფუძნებელმა ჯიმშერჩხაიძემ, კომპანიანიკორასდამფუძნებელმაპარტნიორმა დავით დუმბაძემ, ჩუნური მხრიდან კიძიანგსის პრვოვინციის აბრეშუმის გზისსაინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებმამაწერეს.

ჩვენსაპარტნიორო ფონდთანერთობლივპროექტებზე ვმუშაობთ. ფონდი ჩინეთშიქართული ნატურალურ პოროდუქტებსაც უწევსპოპულარიზაციას. ერთად ვზრუნავთ, რომ ჩინურბაზარზე გამოჩნდეს არა მარტო ქართული ღვინო, არამედ ის ქართული პროდუქტები, რომლისმიმართაც ჩინეთში დიდი ინტერესია. საქართველოსსაექსპორტო პოტენციალი დიდია დასაქართველოჩინეთს შორის არსებულითავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამაში ხელსგვიწყობს,“ – განაცხადაქართული კულტურისა დაღვინის სავანესდამფუძნებელმა დააბრეშუმისგზისსაინვესტიციო კომპანიისგენერალურმადირექტორმა ლიუ ძი მინიმ.

წყარო : www.fund.ge

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

გაზიარება:
fb-share-icon0