close
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთმა მთვარის ბნელი მხარის შესასწავლად მისია დაიწყო

A Long March-3B rocket carrying Chang'e 4 lunar probe takes off from the Xichang Satellite Launch Center in Sichuan province, China December 8, 2018. REUTERS/Stringer

ჩინეთმა ახალი მისია – Chang’e-4 დაიწყო, რომლის ფარგლებში მთვარის ე.წ. ბნელი მხარის შესწავლა იგეგმება, – ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Xinhua იუწყება.

რაკეტა Long March-3B-ი რომელიც მთვარის ბნელ ნაწილში პირველი ისტორიული დაჯდომის განხორციელებას გეგმავს, სამხრეთ ჩინეთში მდებარე თანამგზავრების გაშვების ცენტრ Xichang-დან შაბათს, ადგილობრივი დროით 2:23 საათზე აფრინდა.

Chang’e-4-ის ამოცანა დაბალი სიხშირის რადიო ასტრონომიულ დაკვირვების დაწყება და მთვარის შორეული ნაწილის ტერიტორიის და მიწის ნაკვეთების, მინერალური შემადგენლობის გამოკვლევა, ნეიტრონების რადიაციისა და ნეიტრალური ატომების გაზომვაა.

ადამიანი მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს, რადგან იგი მუდამ ერთი მხრითაა დედამიწისაკენ მოქცეული. მთვარის დედამიწისკენ მოქცეულ მხარეს კაცობრიობას გაგზავნილი ჰყავს რამდენიმე ასტრონავტი. თუმცა, მეორე, ჩვენგან დამალული მხარე ამ დრომდე დიდწილად შეუსწავლელი რჩება. მთვარის ბნელი მხარის კვლევა რამდენიმე გამოწვევასთანაა დაკავშირებული. შეუძლებელია ტელესკოპით მასზე პირდაპირი დაკვირვება, რადგან ის მუდმივად დედამიწის საწინააღმდეგოდ არის მოქცეული. შეუძლებელია პირდაპირი სიგნალების გაგზავნა იქ დასმულ მავალებთანაც.

ასე რომ, ჩინეთის მისია უპრეცედენტო და ამბიციურია. ქვეყანა მიზნად ისახავს 2030 წლისთვის კოსმოსური ძალა გახდეს და ამ მხრივ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს დაეწიოს. ჩინეთი მომავალ წელს კოსმოსში საკუთარი სადგურის აშენებასაც აპირებს.

ქვეყანა ამტკიცებს, რომ მისი ამბიციები მშვიდობიანია, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ სინამდვილეში მისი მიზანია  სხვა ქვეყნებს კრიზისის დროს კოსმოსის აქტივების გამოყენებაში ხელი შეუშალოს.

წყარო : Reuters

გაზიარება:
fb-share-icon0