close
იზნესი

როგორ მოქმედებს ჩაცმულობა წარმატებაზე?

ჩაცმა

 

,,კაცს ტანსაცმელი ქმნის, შიშველ ადამიანს საზოგადოებაზე ზემოქმედება არ შეუძლია,”  – წერდა მარკ ტვენი. მართლაც, მოგწონთ ეს თუ არა, ცხადია, რომ ჩაცმულობას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია წარმატებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ იგი დიდ როლს თამაშობს იმიჯის შექმნაზე. თანამშომლები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რა გვაცვია და როგორ გამოვიყურებით. ,,ტანსაცმელი და კომუნიკაციის უნარები განსაზღვრავს გენდობიან თუ არა, მოგცემენ თუ არა წვდომას მენეჯმენტთან, დაგიქირავებენ, იყიდიან თქვენს პროდუქტს თუ მომსახურებას,” – ამბობს დარლინ ფრაისი – ,,Well Said-ის” პრეზიდენტი. როგორ ჩავიცვათ, რომ მივაღწიოთ წარმატებას?

  • არასოდეს ატაროთ ჭუჭყიანი და დაკუჭული ტანსაცმელი – გაგონიათ უთოს შესახებ? გამოიყენეთ, რათა თქვენი ტანსაცმელი დახვეწილად გამოიყურებოდეს.
  • ატარეთ ტანისამოსი, რომელიც გიხდებათ – სამკერვალო საუკეთესო საშუალებაა, ისეთი ტანსაცმლის შესაკერად, რომელიც ნამდვილად მოგიხდებათ.
  • არ გამოაჩინოთ კანი ზედმეტად – არ ატაროთ ძალიან მოკლე ქვედაბოლო ან ტოპი.
  • ატარეთ შესაბამისი ფეხსაცმელი და აქსესუარები – არ ატაროთ ,,მყვირალა” სამკაული. ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც შეესაბამება თქვენს სამსახურს. თუ მაკიაჟს ატარებთ, არ გადააჭარბოთ.
  • არ ატაროთ შორტები – ბევრ სამსახურში შორტების ტარება დასაშვებია, მაგრამ ეს პროფესიონალურ იმიჯს არ ქმნის.

ჩაცმულობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმაზე, თუ როგორ გიღებენ თანამშრომელები სამსახურში, ხოლო პროფესიონალური ჩაცმა საქმიან იმიჯს შეგიქმნით.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid