close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

ახალმა ქიმიოთერაპიამ ცხოველებში მყარი სიმსივნეები გაანადგურა

აშშ-ის ონკოლოგიური კვლევების უდიდეს ორგანიზაციაში City of Hope მომუშავე მეცნიერებმა ცხოველებზე ახალი ქიმიოთერაპია გამოცადეს, რომელმაც მყარი სიმსივნეები გაანადგურა. მათ ამისთვის სპეციალური ცილა უჯრედის ბირთვული ანტიგენის პროლიფერაციისთვის (PCNA) გამოიყენეს, რომელიც გადაგვარებული სახით კიბოს გავრცელებაში მონაწილე ცილათა კომპლექსი გახლავთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ახალ პრეპარატს AOH1996 ჰქვია და ის მიზანში PCNA-ის სიმსივნურ ვარიანტს იღებს. დაავადებულ ქსოვილებში ამ ცილების მუტაცია საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტები კონკრეტულად მათ გასანადგურებლად მივმართოთ. ამან ცხოველთა მოდელებში წარმატებით იმუშავა, ახლა კი მკვლევრებს სურთ, ეს თერაპია ადამიანებზეც გამოცადონ.

„შედეგები დამაიმედებელია. AOH1996-ს შეუძლია, სიმსივნის ზრდას მონოთერაპიის ან კომბინაციური მკურნალობის სახით უჯრედებსა თუ ცხოველურ მოდელებში მომწამლავი ეფექტის გარეშე შეეწინააღმდეგოს”, — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, აქამდე სიმსივნის 70 უჯრედულ ხაზსა და უჯრედთა კონტროლ ჯგუფზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ AOH1996 კონკრეტულად მავნე ქსოვილებს უტევს. ამას ის უჯრედთა ნორმალური რეპროდუქციული ციკლის დარღვევით ახერხებს.

„აქამდე PCNA-ის თერაპიულ გამოყენებაზე არავის უფიქრია, რადგან მიიჩნეოდა, რომ პრეპარატებით მისი განადგურება შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად City of Hope-მა შექმნა ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომლითაც ამ ცილას მიზანში ვიღებთ.

აღმოვაჩინეთ, რომ PCNA სიმსივნურ უჯრედებში ნუკლეინის მჟავის მომატებული რეპლიკაციის ცდომილების ერთ-ერთი პოტენციური მიზეზია. ახლა, როცა პრობლემური არეალი გამოვავლინეთ და მისი შეკავება შევძელით, მას უფრო ღრმად გამოვიკვლევთ, რათა პროცესი უკეთ გავაანალიზოთ და სიმსივნის საწინააღმდეგო პერსონალიზებული მედიკამენტები შევქმნათ”, — ამბობენ მეცნიერები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ყველაზე მწვავე ინფარქტი ორშაბათობით ემართებათ – კვლევა

ირლანდიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, სტატისტიკურად, ყველაზე მომაკვდინებელი ინფარქტი ორშაბათობით ემართებათ, რაც სამუშაო კვირის დასაწყისს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ გულის მწვავე შეტევა კვირაობითაც საკმაოდ გავრცელებულია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მეცნიერებმა ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის განყოფილებებში 2013-18 წლებში საერთო ჯამში ადამიანთა 10 000-ზე მეტი მიმართვა გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ორშაბათობით ფიქსირდებოდა. ეს შედეგები მათ გულ-სისხლძარღვთა ბრიტანული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს,

„სამუშაო კვირის დასაწყისსა და ინფარქტის შემთხვევებს შორის მჭიდრო სტატისტიკური კავშირი გამოვავლინეთ. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, მრავალ ფაქტორს მოიცავს, მაგრამ წინა კვლევებიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ ცირკადული რიტმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, – აცხადებენ ავტორები.

რატომ მაინცდამაინც ორშაბათი?

ეს რომ სამუშაოსთან ასოცირებულ სტრესს უკავშირდებოდეს, წესით, გულის შეტევის მხრივ სარისკო სხვა დღეებიც აღმოჩნდებოდა, მაგრამ ასე არაა. შესაძლოა, ამაში საკუთარი წვლილი შეჰქონდეს ე.წ. ზაფხულის დროსაც, როცა დროს ერთი საათით წინ წევენ, რის პარალელურადაც უქმე დღეებში გამოძინება ჩვენი ორგანიზმის შინაგან რიტმს არღვევს.

„დიდ ბრიტანეთში ყოველ 5 წუთში ერთხელ ვიღაც სიცოცხლისთვის საშიში ინფარქტის გამო მიჰყავთ საავადმყოფოში. შესაბამისად, აუცილებელია კვლევა გაგრძელდეს, რათა გავიგოთ, როდის და რატომ იჩენს თავს გულის შეტევები”, – ამბობენ მეცნიერები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ენდომეტრიოზს, შეიძლება, ნაწლავის ბაქტერია იწვევდეს – ახალი კვლევა

ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ბაქტერია, რომელიც, ჩვეულებრივ, პირის ღრუსა და ნაწლავებში გვხვდება, შეიძლება ენდომეტრიოზს იწვევდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ადრეული კვლევები კი მიუთითებს იმაზე, რომ ანტიბიოტიკებს შეუძლია, ებრძოლოს მტკივნეულ და ქრონიკულ დაავადებას, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქსოვილების ზრდას მის გარეთ.

ოთხშაბათს (14 ივნისს) ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იაპონელმა მეცნიერებმა ეს კავშირი აღმოაჩინეს 155 ქალისგან (მათგან 79-ს ენდომეტრიოზი ჰქონდა) აღებული ვაგინალური ნაცხის ნიმუშების შესწავლისას.

ენდომეტრიოზით დაავადებული ქალების, თითქმის, ორ მესამედს ასევე დაუდასტურდა Fusobacterium — ბაქტერიების გვარი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ღრძილებისა და პირის ღრუს და ნაწლავის სხვა დაავადებებს.

„ადრე არავის უფიქრია, რომ ენდომეტრიოზი ბაქტერიული ინფექციიდან მომდინარეობდა, ამიტომ ეს ძალიან ახალი იდეაა”, – განუცხადა The Washington Post-ს კვლევის თანაავტორმა, იუტაკა კონდომ, კიბოს ბიოლოგმა იაპონიის ნაგოიას უნივერსიტეტის მედიცინის უმაღლესი სკოლიდან.

იმის დასამტკიცებლად, რომ Fusobacterium “მთავარ დამნაშავეს” წარმოადგენდა, მკვლევრებმა თაგვები ბაქტერიით დააინფიცირეს და გამოიკვლიეს მათი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი. თაგვებს განუვითარდათ ენდომეტრიოზთან დაკავშირებული შეხორცებები. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა თაგვებს ანტიბიოტიკები მისცეს, შეხორცებების ზომა და რაოდენობა შემცირდა.

„ამ ბაქტერიის აღმოფხვრა ანტიბიოტიკებით შეიძლება იყოს ენდომეტრიოზის მკურნალობის მეთოდი იმ ქალებისთვის, რომლებსაც უდასტურდებათ Fusobacteria ინფექცია, ხოლო ასეთი ქალების იდენტიფიცირება შესაძლებელია ვაგინალური ნაცხის ან საშვილოსნოს ნაცხის საშუალებით”, – თქვა კონდომ განცხადებაში.

ამჟამად ენდომეტრიოზის მკურნალობის ერთადერთი საშუალება ჰორმონალური მედიკამენტები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) ან ქირურგიული ჩარევით საშვილოსნოს გარეთ გაზრდილი ენდომეტრიული ქსოვილის მოცილებაა. ამდენად, ახალი კვლევა ნამდვილად ბადებს იმედს, თუმცა, როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, მკურნალობის შემუშავებამდე ჯერ კიდევ ბევრი კვლევითი სამუშაოა ჩასატარებელი.

აღსანიშნავია, რომ ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ კვლევის საგანია. ამ კუთხით რამდენიმე თეორია არსებობს და სპეციალისტები ჯერ არ არიან შეთანხმებული იმაზე, თუ რომელი თეორია შეესაბამება რეალობას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

„სიყვარულის ჰორმონს“ დაზიანებული გულის აღდგენა შეუძლია – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, “სიყვარულის ჰორმონს” დაზიანებული გულის აღდგენა შეუძლია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

შესაძლოა, სიყვარულის ჰორმონად წოდებული ოქსიტოცინი “გატეხილი” გულის “გამთელებაში” დაგვეხმაროს – დანიო-რერიოსა (იგივე ზებრათევზი) და ადამიანის უჯრედებზე ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ ზემოხსენებული ჰორმონი დაზიანებულ გულის ქსოვილებს აღდგენაში ეხმარება.

ოქსიტოცინს „სიყვარულის” ანდა „ჩახუტების” ჰორმონს უწოდებენ, რადგან მას ადამიანებს შორის სოციალური კავშირებისა და ნდობის დამყარებაში მიუძღვის წვლილი. ზემოხსენებული ნეიროტრანსმიტერის დონეები ჩახუტების, სქესობრივი კავშირის ანდა ორგაზმის დროს იმატებს.

ოქსიტოცინი სხეულში არაერთ სხვა ფუნქციასაც ასრულებს: მშობიარობისას ჭინთვებს იწვევს და შემდგომში ლაქტაციას უწყობს ხელს; სისხლის წნევისა და ანთებას შემცირებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას იცავს დაზიანებისგან და სხვა.

ახალი კვლევა ჰორმონის კიდევ ერთ შესაძლო სარგებელზეც გვაფიქრებს: იგი, მინიმუმ დანიო-რერიოში მაინც, გულს დაზიანებული და მკვდარი კარდიომიოციტების (კუნთოვანი უჯრედები, რომლებიც გულის მკუმშავ ძალას წარმოქმნის) ჩანაცვლებაში ეხმარება. ადამიანის უჯრედებზე ჩატარებული ცდების ადრეული შედეგები მიანიშნებს იმაზეც, რომ ოქსიტოცინს ანალოგიური ეფექტების გამოწვევა ადამიანებშიც შეუძლია სწორ დროს სწორი დოზით მიღების შემთხვევაში.

როგორც ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, გული დაზიანებული ან მკვდარი ქსოვილების აღდგენის კუთხით ძალიან შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვლევა მოწმობს, რომ დაზიანების (მაგალითად, გულის შეტევის) შემდგომ მისი ყველაზე გარე მემბრანის (ეპიკარდიუმი) უჯრედთა ნაწილი ახალ ფუნქციას ითავსებს — ისინი გულის ქსოვილის იმ შრისკენ გადაადგილდება, სადაც კუნთებია და ღეროვანი უჯრედების მსგავს უჯრედებად გარდაიქმნება. ისინი შემდგომში გულის რამდენიმე ტიპის უჯრედად (მათ შორის, კარდიომიოციტებად) შეიძლება იქცეს.

მოყვანილი პროცესი ცხოველებში კარგადაა შესწავლილი. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ, შესაძლოა, ეს ზრდასრულ ადამიანებშიც ხდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი პროცესი არც ისე ეფექტურია. ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ, თუკი რამენაირად მეტ ეპიკარდიულ უჯრედს ვუბიძგებთ კარდიომიოციტებად გარდაქმნას, ამით გულს დაზიანების შემდგომ აღდგენაში დავეხმარებით.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის უჯრედებში ამ პროცესის გააქტიურება ოქსიტოცინის გამოყენებით შეიძლება. მათ ტვინისგან წარმოქმნილი 14 სხვა ჰორმონიც შეამოწმეს, თუმცა ახალი კარდიომიოციტების შექმნის ბიძგი უჯრედებისათვის არც ერთ მათგანს არ მიუცია.

მომდევნო ექსპერიმენტები მეცნიერებმა დანიო-რერიოშზე (ეს თევზი ქსოვილთა რეგენერაციის უნარით გამოირჩევა) ჩაატარეს. მათ შენიშნეს, რომ გულის დაზიანებიდან სამი დღის განმავლობაში თევზების ტვინებმა იმაზე დაახლოებით 20-ჯერ მეტი ოქსიტოცინის გამოყოფა დაიწყო, ვიდრე დაზიანებამდე. ჰორმონი შემდეგ გულისკენ გადაადგილდა, თავის რეცეპტორებს დაუკავშირდა და ეპიკარდიული უჯრედების ახალ კარდიომიოციტებად გარდაქმნის პროცესი წამოიწყო.

შესაბამისად, ექსპერიმენტები მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, ოქსიტოცინს დაზიანებული გულის აღდგენაში საკვანძო როლი ჰქონდეს. ნაშრომის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ჰორმონის ზემოქმედების გაძლიერებით მეცნიერები ახალი სამკურნალო საშუალებების, თუნდაც ოქსიტოცინის შემცველი მედიკამენტების, შექმნას შეძლებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

Quest Diagnostics-მა მომხმარებლებისთვის ალცჰაიმერის სისხლის ტესტის შეთავაზება დაიწყო

Quest Diagnostics-მა 31 ივლისიდან მომხმარებლებისთვის ალცჰაიმერის სისხლის ტესტის შეთავაზება დაიწყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ტესტირების შედეგად სისხლში ბეტა ამილოიდის ცილის დონის დადგენაა შესაძლებელი, რომლის სიჭარბეც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაზე მისი სიმპტომების გაჩენამდე რამდენიმე წლით ადრე მიანიშნებს.

AD-Detect-ის სახელწოდებით ცნობილი ტესტის ღირებულება $399 შეადგენს.

„ამილოიდის ტესტის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის გაძლევს საშუალებას, რამდენიმე წლით ადრე იცოდე, რომ ალცჰაიმერის რისკის ქვეშ ხარ“, – განაცხადა Quest Diagnostics-ის ნევროლოგიის მიმართულების დირექტორმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ალცჰაიმერის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ თაგვებზე ცდისას წარმატებული შედეგები აჩვენა

ექსპერიმენტული ვაქცინა, რომლის მიზანიც ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების შენელება ან პრევენციაა, თაგვებზე დაიტესტა. ადრეული შედეგები იმედის მომცემია. 

თაგვებს ინჟინერიით შეყვანილი ჰქონდათ გენი, რომელიც მათ ალცჰაიმერის მსგავსი დაავადების მაღალი რისკის ქვეშ აყენებდა; აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციის შემდეგ, მათ ძალიან ცოტა ამილოიდური ფირფიტები ჰქონდათ.

ამას გარდა, ნაკლებად ჰქონდათ თავის ტვინის ანთებაც და აღენიშნებოდათ გაუმჯობესება ქცევასა და ცნობიერებაში. ამის შესახებ იაპონიის ჯუნტენდოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფი იუწყება.

კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და შესაბამისად, ზედმეტად არ უნდა აღვფრთოვანდეთ. შედეგები მკვლევრებმა ბოსტონში, ამერიკის გულის ასოციაციის 2023 წლის გულ-სისხლძარღვთა მეცნიერების სამეცნიერო სესიაზე წარმოადგინეს.

„ახალ ვაქცინაზე ჩვენ მიერ თაგვებზე ჩატარებული ტესტი მიგვანიშნებს დაავადების პრევენციის ან შეცვლის პოტენციურ გზაზე. თუ ვაქცინა ადამიანებშიც წარმატებული აღმოჩნდა, დიდი ნაბიჯი იქნება ამ დაავადების პროგრესირების გადავადების ან პრევენციისკენ“, – ამბობს გულ-სისხლძარღვთა მეცნიერი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჩიე-ლუნ ჰსიაო.

ცოტა ხნის წინ, ადამიანებზე ცდა ჩატარდა ახალი პრეპარატითაც, რომელიც მალე შეიძლება FDA-მ დაამტკიცოს. როგორც ამ ცდებმა აჩვენა, პრეპარატი დაავადების პროგრესს თვეებით ანელებს.

ახალი პოტენციური ვაქცინა მიზანში იღებს ცილას, რომელიც დაბერებულ უჯრედებში ჩნდება — ასაკოვან უჯრედებში, რომლებიც აღარ იყოფიან, მათ აღარც ორგანიზმი წმენდს, ირგვლივ ტრიალებენ და იწვევენ ანთებას.

ერთ-ერთი ცილა, რომელსაც დაბერებული უჯრედები გამოხატავენ, არის SAGP, ანუ სიბერესთან დაკავშირებული გლიკოპროტეინი, რომელიც ვაქცინის სამიზნეა.

მკვლევრებმა ვაქცინა ასაკთან დაკავშირებული მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ შექმნეს, მათ შორის თაგვებში მე-2 ტიპის დიაბეტის.

თუმცა, სხვა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ SAGP ძლიერ არის გამოხატული (ექსპრესია) ნერვულ დამხმარე ქსოვილებში (გლიური უჯრედები) ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში; შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფმა ვაქცინა დატესტა გენური ინჟინერიით ისე დამუშავებულ თაგვებზე, რომლებსაც ამილოიდური დაფები უნდა განვითარებოდათ და გასჩენოდათ ალცჰაიმერის მსგავსი სიმპტომები. 2,5 თვის თაგვების ნაწილს პლაცებო გაუკეთეს, ნაწილს SAGP ვაქცინა.

ამის შემდეგ, ექვსი თვის ასაკში, მკვლევრებმა მათი ქცევა ლაბირინთის მსგავს მოწყობილობაში დატესტეს, შემდეგ კი მათი თავის ტვინი და სხეული შეისწავლეს.

ვაქცინირებულ თაგვებმა ქცევით ტესტებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენეს. აღენიშნებოდათ უფრო მეტი ცნობიერება მიმდებარე გარემოსადმი და იქცეოდნენ ჯანმრთელი თაგვებივით.

ამას გარდა, მათ თავის ტვინში შემცირებული იყო ანთების რამდენიმე ბიომარკერი.

ვაქცინირებულ თაგვებს მნიშვნელოვნად შემცირებული ჰქონდათ ამილოიდური ფირფიტების დაგროვებაც თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში — ტვინის რეგიონში, რომელიც დაკავშირებულია ენის დამუშავებასა და პრობლემების გადაჭრასთან.

საინტერესოა, რომ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, SAGP ცილები ძლიერ იყო გამოხატული თავის ტვინის სპეციალიზებული უჯრედების, მიკროგლიის სიახლოვეს. მიკროგლია ცენტრალური ნერვული სისტემის თავდაცვის მთავარი ნაწილია.

თუმცა, მიკროგლიას ანთების გამოწვევაც შეუძლია და უკვე არსებობს ეჭვი, რომ ის ალცჰაიმერში გარკვეულ როლს ასრულებს.

ამ ცდის შედეგები მიუთითებს, რომ მიკროგლიის მიზანში ამოღება შეიძლება ამ დაავადების მკურნალობის გზა იყოს.

„გააქტიურებულ მდგომარეობაში მყოფი მიკროგლიის ამოღებით, შეიძლება ასევე გაკონტროლდეს ანთება თავის ტვინში. ვაქცინამ შეიძლება მიზანში ამოიღოს მიკროგლია და მოაშოროს ეს ტოქსიკური უჯრედები, რითაც საბოლოოდ გასწორდება ის დეფიციტი ქცევაში, რაც ალცჰაიმერის დაავადების დროს გვხვდება“, — ამბობს ჰსიაო.

აღსანიშნავია, რომ ალცჰაიმერის ვაქცინის შექმნის მცდელობა აქამდეც ყოფილა; ამას გარდა, არის სხვა პოტენციური ვაქცინებიც, რომლებიც ამჟამად ადამიანებზე იტესტება.

ასეთ ექსპერიმენტულ ვაქცინებს ადამიანებზე ცდების დასაწყებად ძალიან დიდი გზის გავლა ესაჭიროება.

თუმცა, იმედის მომცემია, რომ ვაქცინა ქცევის გაუმჯობესებასთან აღმოჩნდა დაკავშირებული და აშკარად აჩვენებს, რომ მკვლევრები სწორ გზაზე დგანან.

„ალცჰაიმერის სამკურნალო სხვა ვაქცინებით თაგვებზე აქამდე ჩატარებული კვლევები წარმატებული აღმოჩნდა ამილოიდური ფირფიტების დალექვისა და ანთებითი ფაქტორების შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენი კვლევა იმით განსხვავდება, რომ ჩვენმა SAGP ვაქცინამ თაგვებში ქცევაც უკეთესობისკენ შეცვალა“, — აღნიშნავს ჰსიაო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კიბოს „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს, რომლებიც გვიანდელი სტადიის მრავალ სხვადასხვა სიმსივნეს ანადგურებს

კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, მეცნიერებმა კიბოს საოცარი, „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს.

ბოლო 50 წლის განმავლობაში კიბოს მკურნალობაში ყველაზე დიდი მიღწევის“ მიღებიდან ერთი შემდეგ, ამ პაციენტის სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც T ლიმფოციტებს უწოდებენ.

გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სპეციალური T ლიმფოციტები შეიძლება გაცილებით უკეთესად ცნობდნენ და თავს ესხმოდნენ სიმსივნეს, ვიდრე საშუალო T ლიმფოციტები.

ამას გარდა, მათ ერთდროულად მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს განადგურებაც შეუძლიათ სხვადასხვა კუთხიდან.

„შედეგებმა ნამდვილად გაგვაკვირვა, რადგან არავინ იცოდა, რომ ცალკეულ T ლიმფოციტებს კიბოს უჯრედების ამოცნობა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კიბოსთან დაკავშირებული ცილის საშუალებით შეეძლოთ“, — განმარტავს კარდიფის უნივერსიტეტის ბიოლოგი ენდი სეუელი.

როგორც იგი აღნიშნავს, მათ სურდათ გაეგოთ, როგორ მოისპო კიბო ბოლო სტადიის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპიით უმკურნალეს. ამიტომ, პასუხის პოვნა გადაწყვიტეს.

ბოლო ათწლეულში, კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპია (TIL) ბოლო სტადიის კიბოს შესაძლო ამოძირკვის ახალი, მძლავრი გზა გახდა.

TIL თერაპია მოიცავს პაციენტისავე სისხლის თეთრი უჯრედების აღებას პირდაპირ სიმსივნიდან და ისე გაზრდას და ხელოვნურად გაძლიერებას, რომ კიბოს უკეთესად შეუტიონ.

კლინიკურ ცდებში გაირკვა, რომ თერაპია შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტში მუშაობს.

ასეთი საოცარი შედეგების მიუხედავად, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მუშაობს ეს თერაპია უჯრედულ დონეზე.

ამის გარკვევას კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრები წლებია ცდილობდნენ და როგორც იქნა, გარღვევასაც მიაღწიეს.

კლინიკური ცდების I და II ფაზის შედეგების შესწავლისას, რომელშიც TIL თერაპიაგავლილი ავთვისებიანი მელანომის მქონე 31 პაციენტი მონაწილეობდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებს, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, ერთი წლის შემდეგაც კი აღენიშნებოდათ T-ლიმფოციტების ძლიერი პასუხები. სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კიბოს უჯრედების გავრცელების ახალ, მოულოდნელ გზას მიაგნეს

კიბოს მკურნალობაში ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა მეტასტაზების შეჩერება. ახალ კვლევაში გამოავლინეს ერთ-ერთი ფუნდამენტური მექანიზმი, რომლითაც მეტასტაზების ორგანიზმში გასვლა ხდება. ახლა, როდესაც ეს მექანიზმი უკვე ვიცით, იქნებ მისი შეჩერებაც შევძლოთ.

ამ ახლად აღმოჩენილი პროცესის გასაღებია GRP78, რომელსაც შაპერონ ცილას უწოდებენ. წარმოადგენს ცილის ტიპს, რომელიც ხელს უწყობს უფრო დიდი ცილების დაკეცვას ან გაშლას, ძირითადად აშენებს (ან ანადგურებს) მათ, რაც შემდეგ, გავლენას ახდენს მათ ბიოლოგიურ აქტივობასა და ფუნქციონირებაზე.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კეკის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კიბოს უჯრედებს GRP78-ის მიტაცება შეუძლიათ და ამ ცილას ორგანიზმში უფრო გასავრცელებლად და მკურნალობისადმი წინააღმდეგობის გასაწევად იყენებენ.

როგორც ჩანს, ეს იმიტომ ხდება, რომ სტრესის დროს ცილა გადაადგილდება. GRP78 ძირითადად უჯრედის ენდოპლაზმური ბადეში გვხვდება, მაგრამ როგორც ეს კვლევა აჩვენებს, ის ბირთვში გადადის და უჯრედის ქცევას ცვლის.

„სრულიად მოულოდნელია ბირთვის გენების ექსპრესიის კონტროლში GRP78-ის ხილვა. როცა საქმე ეხება კიბოს უჯრედების საბაზისო მექანიზმს, ეს ჩემთვის რაღაც ახალია და როგორც ვიცი, აქამდე არც არავის უნახავს“, — ამბობს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი და მოლეკულური ბიოლოგი ამი ლი.

აღმოჩენა მას შემდეგ გაკეთდა, რაც შეისწავლეს, როგორ არეგულირებს GRP78 გენ EGFR-ს, რომელიც ცნობილია, რომ კიბოსთან არის კავშირში. მოწინავე 2D და 3D ვიზუალიზაციის მეთოდებით, მათ შორის კონფოკალური მიკროსკოპით, რომელშიც რეზოლუციის გასაზრდელად სინათლის ცალკეულ სხივებს იყენებენ, დადასტურდა GRP78-ის გადაადგილება.

ამის შემდეგ, იმის უფრო დეტალურად გასარკვევად, რას აკეთებდა სინამდვილეში GRP78 ცილა, სხვა მეთოდები გამოიყენეს, მათ შორის, რნმ სეკვენირება. როგორც აღმოჩნდა, ძირითადი გენები, რომლებსაც ის არეგულირებდა, ჩართული იყვნენ უჯრედების მიგრაციასა და ინვაზიაში. სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

რა არის „დენგეს“ ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ახალ საფრთხეს უქმნის – ჯანმოს გაფრთხილება

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები “დენგეს” ვირუსით ინფიცირება ემუქრება. გაფრთხილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.

”მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

“დენგე” ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.

”დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ჯანმოს ცნობით, მსოფლიო ახალი “დენგე” ვირუსის საფრთხის წინაშეა

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები “დენგეს” ვირუსით ინფიცირება ემუქრება. გაფრთხილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.

”მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.  

“დენგე” ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.

”დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 92
Page 14 of 92