close
ბიზნესი

ბიზნესტერმინოლოგის ლექსიკონი (ნაწილი II)

,,დოქტრინა” კიდევ ერთხელ გთავაზობთ ბიზნესტერმინებს, რომლებიც თანამედროვე ბიზნესსამყაროში ძალიან გამოგადგებათ. ხშირად ვისმენთ მსგავს ტერმინებს, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა არ ინტერესდება და არ უღრმავდება მათ მნიშვნელობას, რაც შემდგომში გამოიწვევს ბევრი ტერმინის არასწორად გამოყენებას.

ამიტომ შევეცადეთ წარმოგვედგინა თქვენთვის მორიგი 10  ტერმინი.

  1. პარტნიორი – პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი, კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
  2. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.
  3. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.
  4. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.
  5. დარიცხვის მეთოდი – ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, რომლის მიხედვითაც ოპერაციის (ტრანზაქციის) შემოსავლად ან ხარჯად აღიარება ხდება მომსახურების გაწევისას (მიუხედავად იმისა თანხა მიღებულია ან გადახდილია თუ არა). ალტერნატიული მეთოდია საკასო მეთოდი, რომლის მიხედვითაც ოპერაციის (ტრანზაქციის) შემოსავლად ან ხარჯად აღიარება ხდება მაშინ, როცა კომპანია იღებს შემოსავალს ან გასცემს თანხას.
  6. ბალანსის უწყისი – ანგარიშგება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რას ფლობს კომპანია, როგორია მისი ვალდებულებები და მფლობელთა კაპიტალი კონკრეტული თარიღის მდგომარეობით.
  7. საკუთარი კაპიტალი – კაპიტალი, რომელიც გააჩნია კომპანიას და რომელიც კომპანიის აქტივებსა და ვალდებულებების სხვაობის ტოლია
  8. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დაფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული რაიმე ინდექსზე.
  9. ცვლადი საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დამოკიდებულია გარკვეულ ინდექსზე და იცვლება მისი ცვლილების პროპორციულად.
  1. საოპერაციო მოგება (მოგება ძირითადი საქმიანობიდან) – თანხა, რომელიც მიიღება საოპერაციო შემოსავლებიდან საოპერაციო ხარჯების გამოკლებით.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid