close
ბიზნესი

,,ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხია არა მადლიერების მოლოდინი, არამედ მადლის ქმნა”

გთავაზობთ, ამონარიდს  დეილ  კარნეგის წიგნიდან –   „როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება”:

1. თქვენი გონება დატვირთეთ აზრებით სიმშვიდეზე, სიმამაცეზე, ჯანმრთელობასა და იმედზე, – „ჩვენი ცხოვრება ხომ ისაა, რასაც ვფიქრობთ მასზე“;

2. ნურასოდეს ნუ შეეცდებით თქვენს მტრებთან ანგარიშის გასწორებას, რამეთუ ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ;  – ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ გიყვართ;

3. იმის მაგივრად, რომ უმადურობის გამო განიცადოთ, მისთვის მზად იყავით, გახსოვდეთ, რომ იესომ ერთ დღეში ათი კეთროვანი განკურნა და მხოლოდ ერთმა გადაუხადა მადლობა,  რატომ ელოდებით უფრო მეტ მადლიერებას, ვიდრე იესომ მიიღო? – გახსოვდეთ, რომ ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხია არა მადლიერების მოლოდინი, არამედ მადლის ქმნა,  მისგან მიღებული სიხარულის გემოგახსოვდეთ, რომ მადლიერება ხასიათის ისეთი ნიშანია, რომელიც აღზრდის შედეგია, ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები მადლიერები იყვნენ, ასწავლეთ მათ ეს;

4. აღრიცხეთ თქვენი წარმატებები და არა თქვენი უსიამოვნებები;

5. ნუ მიბაძავთ სხვებს. იპოვეთ საკუთარი თავი და დარჩით თავისთავადად, „შური ხომ უცოდინრობაა, მიბაძვა კი თვითმკვლელობა“;

6. როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ.

7. დაივიწყეთ თქვენი საკუთარი უსიამოვნებები, ცდილობთ რა, სხვებს მიანიჭოთ მცირეოდენი ბედნიერება  – „სხვისთვის სიკეთის კეთებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ეხმარები“.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid