close
ულტურააქართველო

ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში „ფლირტის საღამო“ გაიმართება

ფლირტის საღამო

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს სალონური შეხვედრების ციკლს ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ამიტომაც, ზაფხულის საღამოების გასამრავალფეროვნებად და უფრო მხიარულად გასატარებლად გიწვევთ ,,ფლირტის საღამოზე”.

ფლირტი ანუ ,,ყვავილების ენა” XIX საუკუნის აღმოსავლური (სპარსული) თამაშია. ევროპაში, ორი ადამიანის ჩანაწერების შედეგად მოხვდა. მათგან ერთ-ერთი ლედი მერი იყო, ბრიტანეთის ელჩის მეუღლე სტამბულში. 1717 წელს მან ფლირტი თავის წერილებში, როგორც ,,სიყვარულის საიდუმლო ენა” აღწერა. ჩანაწერი, 1763 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებით დააინტერესა ვიქტორიანულ ინგლისისა და საფრანგეთის არისტოკრატული საზოგადოება. 1830 წელს რუსეთში გამოიცა წიგნი, რომელშიც 400-მდე ყვავილის ენა იყო აღწერილი.

საქართველოში, ,,ფლირტი” ლიტერატურული სალონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი გახლდათ და თამაშის მონაწილეს საშუალებას აძლევდა ეარშიყა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი „ფლირტის საღამოზე“ მისულ სტუმრებს 22 ივნისს საღამოს 19:00 საათიდან მიიღებს.

დასწრება თავისუფალია!

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2