close
საქართველო

ბარამბომ შოკოლადის ასორტი “ვეფხის-ტყაოსანი” გამოუშვა

ეს პროექტი ბარამბომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად განახორციელა.

ქართულმა კომპანია ბარამბომ შოკოლადის ასორტი “ვეფხის-ტყაოსანი” გამოუშვა. ინფორმაცია ბარამბოს ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

“ქართულ ენაზე შექმნილი ყველაზე გენიალური ნაწარმოების სინთეზი საუკეთესო ქართულ ტკბილეულთან”, – წერია პოსტში.

შოკოლადის ასორტის შეფუთვაზე პოემის დასახელება დეფისით წერია, რამაც Facebook მომხმარებლების ერთი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა ნაწარმოების სახელის ამ ფორმით დაწერა, ბარამბომ უპასუხა, რომ მიხაიზიჩის ნახატებით დასურათებულ პირველ გამოცემაზე (გიორგი ქართველიშვილის გამოცემა – 1888 წელი) სახელწოდება სწორედ ასე ეწერა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0