close
????????????????????

აწყურის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მე-10-მე-11 საუკუნის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი ციხის სრულად აღდგენას ითვალისწინებს.

პროექტის პირველ ეტაპზე ციხის კედლების გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა, რადგან ქვათაცვენა მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულთათვის წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

პროექტი, რომლის მიხედვითაც კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, 2015 წელს შემუშავდა. ძეგლის ავთენტური სურათის შესაქმნელად, პროექტის ავტორებმა სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტომასალებით იხელმძღვანელეს, სამშენებლო მასალად კი – ამავე რეგიონში მოპოვებული რიყის ქვები გამოიყენეს. პროექტის პირველ ეტპზე გამაგრდა ციხის გალავანი და ახლა სამხრეთ ნაწილის ქონგურებიანი კედელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ავთენტური მასალით უკვე შევსებულია სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილის დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის კედელი და ციტადელის მხარე.

თავდაცვითი კომპლექსი, როგორც ისტორიული წყაროებით დასტურდება, X- XI საუკუნიდან XIX საუკუნემდე ფუნქციონირებდა. შესაბამისად, შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა. მიუდგომელ კლდოვან კონცხზე აგებული აწყურის ციხე იცავდა და აკონტროლებდა მტკვრის ხეობას და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ გზას.

პროექტის ბოლო მესამე ეტაპი, ასევე, გვირაბისა და ციტადელის სარესტავრაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. სწორედ გვირაბით გახდება შესაძლებელი ციხეზე მოხვედრა.

რეაბილიტაციისთვის ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება ისტორიული აწყურის ციხეზე 2022 წელს არის დაგეგმილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid