close
სიქოლოგია

არასრულფასოვნების კომპლექსის დადებითი მხარე

არასრულფასოვნება

ჩვეულებრივ, კომპლექსებს მხოლოდ იმ თავისებურებებს ვუწოდებთ, რომლებიც სრულფასოვან ცხოვრებაში, ურთიერთობაში გვიშლის ხელს, სინამდვილეში კი  –კომპლექსებს დადებითი მხარეც აქვს.ის სასიცოცხლოდ აუცილებელი შინაგანი ,,მუხრუჭების ნაკრებითგვამარაგებს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კომპლექსი არც ნაკლია და არც დაავადება,ეს თვისებაა, რომელიც მეტნაკლებად ყველას გვახასიათებს.
თუ სკუთარი კომპლექსების არ შეგვრცხვება და თავს მათი ქონის უფლებას მივცემთ საკუთარ ფსიქიკასთან საერთო ენასაც ვიპოვნით. უფრო უკეთესი იქნება, ვაღიაროთ რომ ზოგჯერ კომპლექსი სასარგებლოც კია. თუნდაც არასრულფასოვნების კომპლექსი ავიღოთ. ადამიანი ცხოველებისგან განსხვავებით, სუსტი,უსუსური და უმწეო იბადება, ამიტომ იმთავითვე გრძნობს, რომ ძალაც არასაკმარისი აქვს და შესაძლებლობაც შეზღუდული, ამით შეწუხებული კი ცდილობს, რომ უფრო ძლიერი და სრულყოფილი გახდეს.
ისტორია სავსეა მსგავსი მაგალითებით: მეტყველების დეფექტის მქონე დემოსთენე ნებისყოფისა და მიზანსწრაფვის წყალობით უდიდესი ორატორი გახდა, სუსტმა და ავადმყოფმა სუვოროვმა კი თავგანწირვული ვარჯიშის წყალობით საოცარი ფიზიკური გამძლეობა შეიძინა.
არასრულფასოვნები ცნება და განსაზღვრება პირველად ებრაელმა ფსიქიატრმა – ალფრედ ადლერმა- გამოიკვლია, თუმცა ის თავად იტანჯებოდა არასრულფასოვნების კომპლექსით. ,,ალფრედ ადლერი მხოლოდ მეწაღე თუ გამოვა, მისი გონებრივი შესაძლებლობებით ის შემდეგ კლასებშიც კი ვერ გადავა“ ასეთი იყო ექიმებისა და მასწავლებლების დასკვნა მეორე კლასელ ალფრედზე, რის შემდეგაც ის მალე სკოლიდან გარიცხეს. მოგვიანებით კი ის ცნობილი ექიმი და ფსიქოთერაპევტი გახდა. კითხვაზე – თუ რა იყო მისი წარმატების საიდუმლო ის პასუხობდა, რომ თავად ბავშვობაში შეპყრობილი იყო არასრულფასოვნების კომპლექსით.
იმისათვის რომ სრულფასოვნებას მიაღწიო არასრულფასოვნების გრძნობა აუცილებელია, რაც ადამიანს ეხმარება ყოველთვის წინსვლაზე იყოს ორიენტირებული, დაისახოს მიზნები და განვითარდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

მასალა მოამზადა: თიკო ორჯონიკიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld