close
ტექნოლოგიები

Apple-მა აუგმენტური რეალობის ყურსასმენი წარადგინა, რომლის ფასი 3 499 აშშ დოლარი იქნება

Apple-მა აუგმენტური რეალობის ყურსასმენი, Apple Vision Pro წარადგინა. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ახალი ყურსასმენი „უწყვეტად აერთიანებს რეალურ და ვირტუალურ სამყაროს“.
ყურსასმენის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა ორსაათნახევრიანია. Apple Vision Pro აშშ-ში, მომავალი წლის დასაწყისში გამოვა და მისი ღირებულება 3 499 აშშ დოლარი იქნება.
Apple Vision Pro ბაზარზე არსებული მსგავსი ყურსასმენებისგან განსხვავებულად გამოიყურება – და უფრო სათხილამურო სათვალეებს მოგაგონებთ, ვიდრე ვირტუალური რეალობის ყურსასმენებს.
Apple-მა ახალი მოწყობილობის მოქმედების აღსაწერად ფრაზა “აუგმენტური რეალობა” გამოიყენა.
აუგმენტური რეალობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შერეული რეალობა, ასახავს ვირტუალურ ობიექტებს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროში და საშუალებას გვაძლევს რეალობა ეკრანის საშუალებით ვირტუალურ რეალობას შევურიოთ.
Apple Vision Pro-ს მომხმარებლებს შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა აპლიკაციებზე, უყურონ ფილმებს და დაწერონ დოკუმენტები ვირტუალურ სამყაროში.
კომპანია Apple-ში განმარტავენ, რომ ყურსასმენი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „ნახონ, მოისმინონ და დაუკავშირდნენ ციფრულ კონტენტს ისე, როგორც ფიზიკურ სივრცეში“. ის კონტროლდება ხელების, თვალების და ხმის კომბინაციით.

 

წყარო : bbc.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0