close
აქართველო

აპეტიტო მოხუცებს წინა დღის საკვებს უფასოდ გაატანს

2434534-2019-09-23_09-45-32_924250

“აპეტიტო” მოხუცებს, რომლებსაც პენსია არ ჰყოფნით, უფასო საკვებს სთავაზობს.

პენსიონერებს საკვების მისაღებად შეუძლიათ ფილიალებს დილის საათებში მიაკითხონ – “აპეტიტო” მათ წინა დღის, ვარგის საკვებს გადასცემს.

იდეა მის დამფუძნებელს თეკო ვახანიას ეკუთვნის. ის  ამბობს, რომ “აპეტიტოს” თითო ფილიალს რამდენიმე პენსიონერის მიღება შეუძლია.

„რამდენიმე პენსიონერი გვყავს უკვე თითო ფილიალზე. თავად მოდიოდნენ, გვეკითხებოდნენ და ვატანდით. ყოველდღიურად, თითო ფილიალს შეუძლია  4-5 ადამიანს გაუნაწილოს წინა დღის საკვები.

დღეს მაგალითად ერთ-ერთ ფილიალზე 8 ადამიანი იყო მოსული. ყველას ისე გავუნაწილე, რომ ეყოთ. ისიც არ გვინდა, რომ ვინმე მოვიდეს და გულნატკენი გავუშვათ,“ – ამბობს თეკო ვახანია „ფორტუნასთან“ და სხვა კვების ობიექტებსაც მოუწოდებს, რომ მათაც აიღონ პასუხისმგებლობა და დაეხმარონ მოხუცებს.

“აპეტიტო” საოჯახო სამზარეულოა და შესაბამისად საკვებიც მრავალფეროვანია. თეკო ვახანიას თქმით, შესაძლებელია ობიექტზე დარჩეთ როგორც მზა საკვები, ასევე ცომეული და ტკბილეული, რომელიც რა თქმა უნდა, საკვებად ვარგისია, თუმცა შესაძლოა ვიზუალურად არ გამოიყურებოდეს კარგად და ამის გამო არ გაყიდონ.

„ძირითადად ცომეული გვრჩება. თუ სხვა რამეც გვაქვს, არც ეს არის პრობლემა, ვატანთ. მაგალითად, შუ ან ეკლერი თუ რჩება და გემოს პრობლემა არ აქვს, ვატანთ მოხუცებს,“ – ამბობს თეკო ვახანია.

იმის გამო, რომ შესაძლოა მოხუცებს ინტერნეტთან წვდომა ნაკლებად ჰქონდეთ, “აპეტიტოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ ფილიალებთან მალე აბრას დადგამს, საიდანაც ყველა მიიღებს ინფორმაციას, რომ წინა დღის პროდუქციის უფასოდ წაღების საშუალება აქვთ.

მოხუცებს საკვების მიღება შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:

  •  დიდი დიღომი მირიან მეფის 75.
  • დიდი დიღომი მირიან მეფის 23.
  • ყაზბეგის 36.

 

წყარო : fortuna.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2