close
ასტრონომია - კოსმოსი

ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტები კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ

ამერიკელმა, რუსმა და იაპონელმა კოსმონავტებმა შაბათს რუსული კაფსულა „სოიუზით“  საერთაშორისო კოსმოსური სადგური დატოვეს და დედამიწაზე დაეშვნენ.

სადგურის მეთაურმა ანატოლი ივანიშინიმ, NASA-ს ასტრონავტმა ქეით რუბინსმა და იაპონელმა ტაკუია ონიშიმ კოსმოსური სადგური ოთხ-თვიანი მისიის შემდეგ შაბათს საღამოს დატოვეს და დაახლოებით სამ საათ ნახევარში პარაშუტებით ყაზახეთში დაეშვნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელდა დნმ-ის სინთეზატორის პირველი გამოყენება კოსმოსში და პარკინგის ადგილების ინსტალაცია მომავალი კომერეციული კოსმოსური ტაქსებისთვის.

„აქ დრო ძალიან სპეციფიკურია … არ მქონდა დრო, იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა დედამიწაზე. კოსმოსურ სადგურში ცხოვრება მეგობრულ, ძალიან კარგ გარემოში გიწევს,“ – განაცხადა ივანიშინმა.

ივანიშინი, რუბინსი და ონიში ამერიკელმა შეინ კიმბროუმ, და რუსმა ანდრეი ბორისენკომ და სერგეი რიჟიკოვმა ჩაანაცვლეს, რომლებიც სადგურს 21 ოქტომბერს მიაღწიეს და იქ მომავალ ერთ თვეს დარჩებიან, მანამ, სანამ კიდევ ერთი სამ-ასტრონავტიანი ეკიპაჟი გაფრინდება სადგურზე.

 

წყარო: Reuters

თამარ ტაბატაძე

გაზიარება:
fb-share-icon0