close
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

ახალციხელი ახალგაზრდების იდეა, მარსზე ჟანგბადის წარმოქმნის შესახებ, კოსმოსური ჰაკათონის გამარჯვებულია

1-3 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიის“ ორგანიზებით  გაიმართა პროექტის „კოსმოსური ჰაკათონის“ ფინალი. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო რაც შეეხება ჰაკათონის მთავარ თემას, ეს გახლდათ  მარსის კოლონიზაცია და მონაწილე გუნდებს სწორედ ამ საკითხის შესახებ უნდა შეემუშავებიინათ იდეები. ფინალში გასული 14 საუკეთესო გუნდიდან, გამარჯვება ორ ახალციხელ ახალგაზრდის  – დავით ხუციშვილსა და სალომე თათოშვილის გუნდს სახელად – „ყველგან ყოველთვის“ ხვდა წილად, მეგობრებმა თავად გვიამბეს საკუთარი წარმატების შესახებ.

დავით ხუციშვილი და სალომე თათიშვილი 18 წლის ახალგაზრდები არიან,  დავითი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის სტუდენტია, ხოლო სალომე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლება სამედიცინო განათლებას, შესაბამისად, აღნიშნავენ, რომ მათთვის სამეცნიერო მიღწევები მეტად მნიშვნელოვანი და კარგი გამოწვევაა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ ჰაკათონში, რომელში მონაწილე 30 გუნდიდან გამარჯვება სწორედ მათ პროექტს – „ციანოცირკულაციას“  ხვდა წილად, პროექტმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ყოფილი ასტრონავტი ქალის – ჰაიდი ფაიფერისგანაც.

„ციანოცირკულაციის“ გზით მეგობრებმა გადაწყვიტეს მარსზე ჟანგბადის წარმოქმნა, უპირველეს ყოვლისა, საჭირო მექანიზმის შესაქმნელად, მათ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი მინა და მზის პანელები გამოიყენეს, რომელიც აგროვებს ენერგიას ბატარეაში, რომელიც გარდაიქმნება სინათლის ენერგიად, რაც ციანობაქტერიას საშუალებას აძლევს წარმოქმნას ჟანგბადი. „ციანობაქტერიებას სჭირდება ორგანული და არაორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი, ამისათვის ჩვენ გამოვიყენებთ მარსის გრუნტოვან ნიადაგსა და დამატებით ფეკალიებს, რადგან ადამიანის ექსკრემენტები შეიცავენ წყალსა და მინერალებს, რაც სრულიად საკმარისია ციანობაქტერიების ცხოველქმედებისთვის“ – აღნიშნავს დავითი.

 გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბიოლოგიურად ადამიანის ფეკალიები შეიცავს სხვადასხვა სახის ბაქტერიას, ისინი ციანობაქტერიებისთვის კონკურენტებს წარმოადგენენ, ამიტომ სანამ ექსკრემენტები ჰერმენტულ გარემოში გადმოინაცვლებენ, მეგობრებმა გადაწყვიტეს, წინაღობის სახით მათთვის დაეხვედრებინათ პირდაპირი ულტრაიისფერი სხივები და მარსის დაბალი ტემპერატურა, რის შედეგადაც მოხდება მშრალი მოყინვა,  სწორედ ამ პროცედურის შემდგეგ შეაღწევს გადამუშავებული ფეკალიები აღნიშნულ სისტემაში. „ჟანგბადის მიღების შემდეგ აუცილებელია მისი კონტროლი ჩვენს დახურულ სისტემაში, ამისათვის  შევქმენით საათი, რომლეშიც არის ჩაშენებული მექანიზმი, ის ზომავს სისხლში O2 ის რაოდენობას და მულტიფუნქციურია, მას აგრეთვე აქვს ტემპერატურის, ტენიანობის და პულსის საზომი სენსორები. ყოველივე ზემოთხსნებულიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია არა მარტო ჟანგბადის, სინათლის ენერგიისა და ნიადაგის წარმოქმნა, არამედ მათი კომპაქტური საათის მეშვეობით კონტროლიც.“

აღსანიშნავია ისიც, რომ მეგობრებისთვის ეს გამარჯვება პირველი არ არის, მათ პროექტის „შენი ხმა ჩვენი მომავალის“ პირველი ადგილიც დაიმსახურეს და ხუთდღიანი ვიზიტი ჰქონდათ რომში,  ამჯერად კი, „თი ბი სი ბანკის“ ხელშეწყობით, ისინი ნიდერლანდებში გაემგზავრებიან ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, „Space Expo-ს“ სანახავად და შეძლებენ რამდენიმე დაუვიწყარი დღის გატარებას.  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გუნდი კიდევ უფრო აქტიურად აპირებს არჩეული გზის გაგრძელებას და ახალგაზრდებში სამეცნიერო სფეროს პოპულარიზებას.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid